კითხვა: გამარჯობა, მქონდა გრიპი რის შემდეგაც დამრჩა მარჯვენა მხარეს თავის ტკივილი და ყურის დარტყმითი ტკივილი გთხოვთ მირჩიოთ ვის მივმართო ან საშიში ხომ არაა მადლობა წინასწარ
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენი მონათხრობიდან გამომდინარე, სავარაუდოდ საუბარია ოტიტზე, რომელიც ყურის ანთებას ნიშნავს.
ოტიტი სხვადასხვა მიკროორგანიზმმა შეიძლება გამოიწვიოს, მაგალითად, მიკრობებმა, ვირუსებმა, სოკოებმა , ანდა სამივემ ერთად.
გრიპისა და სხვა რესპირატორული ინფექციების დროს ხველის, ცემინების ან ცხვირის ენერგიულად მოწმენდის დროს ოტიტის გამომწვევი მიკროორგანიზმი სასმენი მილის გავლით შუა ყურში აღწევს. ეს არის ეგრეთ წოდებული ტუბარული გზა.
ზოგ შემთხვევაში მიკროორგანიზმების გავრცელების მიზეზი დაზიანებული დაფის აპკია.
გრიპის კლინიკური სურათის შედარებითი გაუმჯობესების ფონზე იწყება ყურის მუდმივი მფეთქავი ტკივილი, რომელიც გადაეცემა თავს, კისერს, კბილებს. ღამით ტკივილი ძლიერდება. არცთუ იშვიათად ვითარდება ნევრალგიური ტკივილი, რომელიც სამწვერა ნერვის ტოტების საპროექციო არეში (თვალისკენ, ცხვირისკენ, ქვედა ყბისკენ) ვრცელდება.
ოტიტი მარტო ყურის ტკივილი არაა, ეს არის ანთება, რომელსაც დროულად უნდა ვუმკურნალოთ. სხვაგვარად გამორიცხული არ არის, პროცესი მიმდებარე სტრუქტურებზე, მათ შორის - ტვინის გარსებზე გავრცელდეს.
ზუსტი დიაგნოზის დასმა დისტანციურად ფიზიკურად შეუძლებელია, ამიტომ ჩვენი რჩევა იქნება მიმართოთ შესაბამის სპეციალისტს.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ოტო–რინო–ლარინგოლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც შეაფასებს თქვენს მდგომარეობას და განსაზღვრავს მკურნალობის მეთოდს.
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგციკავშივრდეთ ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა