ვიზიტი სპეციალისტთან - ოტო–რინო–ლარინგოლოგია

კითხვა: გამარჯობა, რამოდენიმე დღეა მაქვს ცხვირში შიგნით ძვალზე მოჭერის შეგრძნება, არ ვიცი როგორ ავხსნა. არც გაციებული ვარ არაფერი. თითქოს ცხვირის ძვალზე მიჭერენ და სისხლი უნდა წამომივიდესო, ოღინდ არ მომდის, ასეთი შეგრძნება მაქვს. შემაწუხა ძალიან. რა შეიძლება იყის ?
პასუხი:

მოგესალმებით,
მხოლოდ ამ მონაცემით და დისტანციურად, დიაგნოსტირება შეუძლებელია.
შესაძლოა, თქვენი ჩივილები გამოწვეული იყოს, ცხვირის ძგიდის ან ხრტილის გამრუდება–დეფორმაციით. ასევე შესაძლოა, საქმე ეხებოდეს სინუსიტს ან პოლიპოზს.
სასურველია, კონსულტაცია გაიაროთ ოტო–რინო–ლარინგოლოგთან, რათა დათვალიერდეს ცხვირის ღრუ ინსტრუმენტულად და დაისვას ზუსტი დიაგნოზი. რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება მკურნალობის დანიშვნა.
შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში აღნიშნულ სპეციალისტთან, რომელიც გაგიწევთ კვალიფიციურ დახმარებას.

● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:  https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/28 

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის და ვიზიტის დასაგეგმად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა