პარატონზილიტი - ოტო–რინო–ლარინგოლოგია

კითხვა: გამარჯობა,რაღაც კითხვა მაქვს თუ არ შეგაწუხებთ,ყელში უკან საყლაპავის კედელზე მესამე დღეა შევნიშნე პატარა გამონაყარივით წითელი ფერის ბურთებივით სამიცალი. მაქვს საკვების მიღების დროს დისკომფორტი. ყელი არ მტკივა რასაც ყელის ტლივილი ჰქვია'პარალელურად ყურის ხირში და ყბის უკან ღეჭვისას ან პირის გაღებისას მაქვს ყრუ ტკივილი... არც გამონაზარდი ისინჯება ხელით არაფერი.არც წონაში დამიკვლია არც მადას ვუჩივი,სხვა არაფერი ცვლილება არ არის და ნუ ძირითადად ყელის კიბოს გამორიცხვა მინდა და ექიმმა ერთი შეხედვით მითხრა ეგ არააო.მაგრამ არც ანგინას გავს და აღც არაფერს,ისე მტკივა თითქოს კუნთია დაჭიმული და თან ეს ყელიც ასეთ მდგომარეობაში.თუ შეგიძლიათ მომცეთ რაიმე რჩევა?
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენი მონათხრობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, სიმპტომები ჰგავს პარატონზილიტს. მოგაწვდით ზოგად ინფორმაციას.
ანგინა ანუ მწვავე ტონზილიტი სასის ნუშისებრი ჯირკვლების ანთებაა.
ანგინის გამომწვევი შესაძლოა, რომ იყოს:

  • მიკრობი;
  • ვირუსი;
  • სოკო.

პარატონზილიტი კი, ეს არის გართულებული ანგინა. რომელიც ხასიათდება – სასის ტონზილასა და ხახის გვერდით კედელს შორის ჩამოყალიბებული აბსცესით. უფრო იშვიათია პარაფარინგული აბსცესი, როდესაც აბსცესი სცილდება ხახის კედელს და გადადის კისრის სტრუქტურებში.
ანგინის მკურნალობისთვის აჭიროა:

  • წოლითი რეჟიმი;
  • ბევრი სითხის სმა;
  • სავლებების გამოყენება;
  • საწუწნი აბების, მიღება;
  • საინჰალაციო საშუალებების გამოყენება და ა.შ.

რაც შეეხება ყელის კიბოს მოგახსენებთ, ყელის კიბო არის ზოგადი ტერმინი, რომელიც მოიცავს ხახაში და ხორხში განვითარებულ სიმსივნეებს.
ყელის კიბოს ზოგადი სიმპტომებია:

  • ხველა;
  • ხმის ცვლილებები, მათ შორის ჩახლეჩა;
  • ყლაპვის გაძნელება;
  • ყურის ტკივილი;
  • გამობერილობა ან წყლული, რომელიც არ შუშდება;
  • ყელის ტკივილი;
  • წონაში კლება.

რასაც თქვენს ჩივილებში არ აღწერთ.
წითელი გამონაყარი კი ვფიქრობთ, არათუ კიბოს საწინდარია, არამედ შეასძლოა, გამოიწვიოს პირის ღრუს ლორწოვანის გაღიზიანებამ, თამბაქოს მოხმარებამ და ა.შ.
რა თქმა უნდა არის ნიუანსები, რომელზეც დისტანციურად ვერ გიპასუხებთ, ამიტომ გირჩევთ მიმართოთ თქვენს მკურნალ ექიმს.
ხოლო თუ გსურთ, მოისმინოთ სხვა მაღალკვალიფიციური ექიმის მოსაზრება შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ოტო-რინო-ლარინგოლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც კომპეტენციის ფაგრლებში, უშუალო ვიზიტისას გაგცემთ ამომწურავ პასუხს.

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ , დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა