მოგესალმებით,
თქვენთვის განუკთვნილ პასუხში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:
- რა არის ხველა;
- ხველის გამომწვევი მიზეზები;
- რა იწვევს ზედა სასუნთქი სისტემის დაავადებებს;
- ანტიბიოტიკები თანამედროვე მედიცინაში.
ხველა როგორც ასეთი, ორგანიზმის თავდაცვითი რეაქციაა გამღიზიანებელზე.
როგორც აღნიშნავთ, გაქვთ სპაზმური ხველა, რაც სავარაუდოდ, თქვენს შემთხვევაში, „მშრალი ხველის“ სინდრომია.
ხველის გამომწვევი მიზეზებია:
- მწვავე რესპირაციულ- ვირუსული ინფექციები;
- მწვავე ბრონქიტი;
- ქრონიკული ბრონქიტი;
- გასტროეზოფაგური რეფლუქსი;
- ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება;
- თამბაქოს წევა.
გამოსარიცხია შემდეგი დაავადებებიც:
- გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიები;
- სასუნთქი სისტემის ინფექციები.
რესპირაციული სისტემის დაავადებები
ზედა სასუნთქი სისტემის დაავადებები ზამთრის სეზონთან ერთად, მომართვიანობის მეტად აქტიურ მიზეზს წარმოადგენს.
შესაძლოა ჩივილს იწვევდეს შემდეგი დაავადებები:
- უბრალო გაციება;
- ფარინგიტი;
- სინუსიტი.
არასწორად შერჩეული მკურნალობის დროს, რაც ძირითადად თვითმკურნალობის შედეგია, ყალიბდება ბაქტერიების ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტული შტამები. ამიტომ მკურნალობის დროს განსაზღვრული უნდა იყოს ანტიბიოტიკის ადეკვატური გამოყენების ჩვენებები.
ასეთ დროს ხშირად მიმართავენ ატიბიოტიკებს, თუმცა თანამედროვე გაიდლაინის მიხედვით, მათი მიღების აუცილებლობა დადასტურებული არ არის.
შესაბამისად, გირჩევთ თავი აარიდოთ თვითმკურნალობას და მიმართოთ შესაბამის სპეციალისტს. ამ მიზნით შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ოტო–რინო–ლარინგოლოგთან კონსულტაციაზე, კლინიკური კვლევის ჩატარების შემდეგ, თუ ამ სპეციალობის პათოლოგია გამოირიცხება, მკურნალობაში ჩაერთვება სხვა სპეციალისტი.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/oto%E2%80%93rino%E2%80%93laringologia/28
სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!