ცხვირის ძგიდის გამრუდება - ოტო–რინო–ლარინგოლოგია

კითხვა: მოგესალმებით , ვარ 43 წლის. გავიარე ექიმთან კონსულტაცია და დამიდგინდა ცხვირის ძგიდის გამრუდება. მაინტერესებს შემდგომ რა გართულებები მოყვება. წინასწარ გიხდით მადლობას
პასუხი:

მოგესალმებით,
მოგახსენებთ, რომ ზოგადად ცხვირის ძგიდე თითქმის არასდროს არის თანაბარი და სწორი. არსებობს მისი ბუნებრივი შესქელებები იმ ადგილებში, სადაც ხრტილი გადადის ძვალში.

dzgidis_gamrudeba


ცხვირის გამრუდებული ძგიდე ხელს უშლის სასუნთქ არხში ჰაერის გატარებას, შესაბამისად, ყურების და ცხვირის დამატებითი წიაღების ვენტილაციას. ყოველივე ამან კი, შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი თანმდევი პათოლოგიები:

  • სასმენი მილის ანთება;
  • შუა ყურის ანთება;
  • მწვავე და ქრონიკული სინუსიტი;
  • რინიტის სხვადასხვა ფორმა;
  • თავის ტკივილი;
  • ქრონიკული დაღლილობა;
  • კონცენტრაციის დარღვევა;
  • ძილის აპნოე (ხვრინვა);
  • ნუშურა ჯირკვლების ანთება და ა.შ.

აუცილებელია, მკურნალობის დაგეგმარებისთვის მიმართოთ შესაბამის სპეციალისტს.
ამ ეტაპზე ჩვენს კლინიკაში ცხვირის ძგიდის გასწორებაზე ოპერაცია არ ტარდება და ვერ დაგეხმარებით.

 გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა