შუბლის არის ტკივილი - ოტო–რინო–ლარინგოლოგია

კითხვა: გამარჯობა. მაქვს შუბლის და თვალებ ქვემოთ ტკივილი. სიცივეში ქუდის გარეშე უფრო მატულობ ტკივილი და გონება მებინდება. რას მირჩევთ?
პასუხი:

მოგესალმებით,
მხოლოდ ამ სიმპტომებზე დაყრდნობით დიაგნოსტირება გაგვიჭირდება. მით უმეტეს არ აღწერთ სხვა ჩივილებს. თუ თქვენს მიერ აღწერილ მონაცემებს დავეყრდნობით, შესაძლოა, ჩივილის გამომწვევი იყოს ჰაიმორიტი.
იგი ზედა ყბის წიაღის ლორწოვანი გარსის ანთებაა და გამოწვეულია გარსში მიკროორგანიზმების გავრცელებით. მისი განვითარების მთავარი მიზეზი ინფექციაა.
ჰაიმორიტის განვითარებას ხელს უწყობს ყველა ის მდგომარეობა, რომელიც ცხვირით სუნთქვას არღვევს, ბაქტერიამატარებლობა ან ცხვირის ღრუს ანატომიური სტრუქტურების თანდაყოლილი დარღვევები.
ჰაიმორიტისთვის დამახასიათებელი ერთ–ერთი სიმპტომია მუდმივი დისკომფორტი შუბლისა და ზედა ყბის წიაღების საპროექციო მიდამოში.
შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ოტო–რინო–ლარინგოლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც სრული ანამნეზის შეკრების შემდეგ, აუცილებლად დაგეხმარებათ დიაგნოსტირებასა და შესაბამისი მკურნალობის შერჩევაში.

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა