კითხვა: გამარჯობა,ერთი კვირა მაწუხებს ყურის ტკივილი ,დამიდგინდა ყურის ანთება ჩავიტარე მკურნალობა ანტიბიოტიკური ჩარევით,მაგრამ მაწუხებს ყურში შუილის ხმა და გაორმაგებული სმენა ,რას მირჩევთ წინასწარ გიხდით მადლობას.
პასუხი:

მოგესალმებით,
ოტიტი ყურის სხვადასხვა ნაწილის ანთების ზოგადი სახელწოდებაა, თუმცა უმეტესად იგულისხმება შუა ყურის ანთება – შუა ოტიტი, რადგან სწორედ ისაა ყურის ყველაზე გავრცელებული ანთებითი დაავადება.
შუა ყურის მწვავე ანთებას უმეტესად ზედა სასუნთქი გზების მწვავე ვირუსული ინფექციები იწვევს.
მწვავე ოტიტის მსუბუქი ფორმა, დაახლოებით სამ დღეში თავისთავად იკურნება. ანთება შესაძლოა განმეორდეს უეფექტო მკურნალობის ან რეინფექციის გამო. მიუხედავად მრავალი კვლევისა, ოტიტის მკურნალობის საერთაშორისო კონსენსუსი არ არსებობს და მკურნალობა დამოკიდებულია, მეთოდებსა და ხანგრძლივობაზე.
ყურში შუილის გამომწვევი მიზეზები, შეიძლება იყოს:

  • სასმენი ნერვის დაზიანება;
  • ყურის ტრავმა;
  • უცხო სხეული სასმენ მილში.

ხმაურის შეგრძნება შეიძლება გამოიწვიოს ალკოჰოლმა, კოფეინმა, ზოგიერთმა მედიკამენტმა, არტერიული წნევის მომატებამ, ათეროსკლეროზმა, ალერგიამ, ანემიამ, თირეოტოქსიკოზმა, ცხელებამ, ნევროზმა და სხვა პათოლოგიებმა.
დისტანციურად ზუსტი ზუსტი დიაგნოზის დასმა შეუძლებელია, როგორც აღნიშავთ, დადგენილი გაქვთ ყურის ანთება, ვფიქრობთ შუილის გამომწვევი მიზეზი, შესაძლოა სწორედ ოტიტი იყოს.
გირჩევთ, მიმართოთ თქვენს მკურნალ ექიმს, ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, ოტო-რინო–ლარინგოლოგთან კონსულტაციაზე, ექიმი ვიზიტისას ინსტრუმენტულად, ოტოსკოპით დაათვალიერებს სასმენ მილს, რათა გამოირიცხოს შუილის გამომწვევი სხვა ფაქტორები, ხოლო ამის შემდეგ დაგინიშნავთ შესაბამის მკურნალობას.
დამატებითი ინფორმაციისათვის, დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა