უცხო სხეული ყურში - ოტო–რინო–ლარინგოლოგია

კითხვა: პატარა რომ ვიყავი ერთხელ ყურში რაღაც ნივთი ჩამივარდა და ოპერაციის გარშე შეიძლება ამოღება?
პასუხი:

მოგესალმებით,
როგორც წინა შეტყობინებაში 28.05.18–ში გიპასუხეთ, „ უცხო სხეულის ამოღებამდე აუცილებელია ყურის დათვალიერება მისი ხასიათის დასადგენად.
თვითნებურად ამოღება დაუშვებელია, რადგან შეიძლება უცხო სხეული გადაადგილდეს უფრო ღრმად.
მობრძანდით ჩვენს კლინიკაში, ოტო-რინო-ლარინგოლოგთან კონსულტაციაზე, სადაც ჩაგიტარდებათ სასმენი არხის ინსტრუმენტულ-ვიზუალური დათვალიერება და სპეციალისტი თავად მოგახსენებთ, როგორი იქნება უცხო სხეულის ამოღების მეთოდი, მითუმეტეს თუ ის ხანდაზმულია.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.“
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა