ძგიდის ოპერაციის შემდგომი პერიოდი - ოტო–რინო–ლარინგოლოგია

კითხვა: გამარჯობათ! ვარ 22 წლის/გავიკეთე ცხვირის ძგიდის ოპერაცია/ დაახლოებით 2 წლის წინ /ბათუმში საგიტარიუსის კლინიკაში/და სუნთქვა მიჭირს-როცა არ ვდგავარ ფეხზე და არ ვმოძრაობ/როცა წამოვწვები ნებისმიერ მხარეს ცხვორის ცალი ნესტო მეკეტება/მარჯვნივ ვწვები - მარჯვენა / მარცხნივ-მარცხენა მეკეტება/ხოლო ძილის დროს კი სრულ დისკომფორტს მიქმნის ცალი ნესტოთი სუნთქვა/როცა გადაცბრუნდები თითქოს რაღაც მოძრაობს ცხვირში/ცხვირში არსებული მასა/ხრტილი თუ რაც არის /აწვება მეორე მხარეს და კეტავს ნესტოს/როცა გადავბრუნდები საპორისპირო მხარეს რამოდენიმე წამი სჭირდება რო მეორე ცხვირის ნესტოც გაიხსნას ხოლო პირველი კი კვლავ იკეტება/ვიყავი ჩემს ექიმთან და ეგ არაფერიაო / ჩვეულებრივი მოვლენაა ეგო/ რაღაც ცხვირის სპრეი დამინიშნა და მშველოდა რამოდენიმე ხანი/ მაგრამ მთელი ცხოვრება ხო ვერიქნები მაგაზე დამოკიდებული? მივედი მეორე ექიმთან თბილისში შევამოწმებინე თუ როგორ ჩაიარა ოპერაციამ და რამდენად პროფესიონალის ნამოქმედარია თქო / ყველაფერი კარგიაო აქაც მითხრეს და იგივე პასუხით გამომისტუმრეს/ არადა შედეგი ერთი დაწოლოს დროს ვერ ვსუნთქავ ხან მარჯვენა ნესტოთი ხან მარცხენათი და მთელი ღამე ვწრიალებ და ვერ ვიძინებ ამან კიდე ძილის პრობლემები შემიქმნა+კუჭნაწლავის პრობლემები/ ,,,,ზოგადი სისუსტე """რის გამოც სულ ავად ვარ / ხან გაციება ხან ყელის ტკივილი და ასე შემდეგ/ რას მირჩევთ რაგავაკეთო ცალი ნესტოთი სუნთქვა ნორმალურია? ? ვაპირებ სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობას სამსახურიდან (პროფესიის მხრივ მეზღვაური) და შემიქმნის ეს პრობლემებს თუნდაც გულზე და ასე შემდეგ?
პასუხი:

მოგესალმებით,
ძგიდის ოპერაციის შემდეგ რეციდივი შესაძლოა ხელმეორე ტრავმით ან აღნიშნულ პერიოდში ცხვირის არასწორი მოვლით იყოს განპირობებული.
ძგიდის პლასტიკური ოპერაციის შემდეგ, დაახლოებით 6 თვე-1 წელი ცხვირის განსაკუთრებული მოვლაა საჭირო. მაგალითად:

  • მოერიდეთ მზის სხივებს;
  • მოერიდოთ სათვალის ტარებას, რათა ცხვირზე ჩანაჭდევები არ გაგიჩნდეთ.

დასაზუსტებელია, ხომ არ არის გამოკვეთილი ცხვირის პოლიპი.

 

cxviris_polipi

ეს არის ერთეული ან მრავლობითი კეთილთვისებიანი წარმონაქმნი, რომელიც ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის ზედაპირზე წარმოიქმნება.
მხოლოდ ერთი ნესტოთი სუნთქვა ან სუნთქვის გართულება დიდი ხნის განმავლობაში, შესაძლოა გახდეს კარდიოლოგიური პათოლოგიების მაპროვოცირებელი.
შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს მრავალპროფილურ კლინიკაში, რომელიც აღჭურვილია ულტრათანამედროვე აპარატურით და დაკომპლექტებულია მაღაკვალიფიციურ ექიმთა გუნდით.
პირველ ეტაპზე სასურველია, კონსულტაცია გაიაროთ ოტო–რინო–ლარინგოლოგთან, სადაც ექიმი–სპეციალისტი რუსუდან კონცელიძე გაგიწევთ სათანადო დახმარებას.
საჭიროების შემთხვევაში კი, დიაგნოსტირებასა და მკურნალობაში ჩაერთვება როგორც გასტროენტეროლოგი ისე კარდიოლოგი. კლინიკური კვლევების საჭიროების შემთხვევაში კი, კლინიკის აქციის ფარგლებში შემოგთავზებთ შესაბამის კვლევებს ფასდაკლებით.

სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა