კითხვა: გამარჯობა! ორი თვეა რაც დამეწყო ყურში შუილი, ისმის გულისცემის ხმა, სიწყნარეში. თუ შეიძლება მიპასუხეთ ეს რით არის გამოწვეული? რომელ ექიმს მივმართო? წინასწარ მადლობა. ასაკი 49 წელი.
პასუხი:

მოგესალმებით,
ამ კითხვით ბევრი პაციენტი მოგვმართავს, შესაბამისად, მოგაწოდებთ ზოგად ინფორმაციას.
ყურებში ხმაურის გამომწვევი ბევრი მიზეზი არსებობს, მაგალითად: ყურის ანთება, გოგირდოვანი საცობი, უცხო სხეული სასმენ მილში, სასმენი ნერვის დაზიანება, ასაკობრივი ცვლილებები.
გარდა ამისა, ყურებში ხმაური შეიძლება გამოიწვიოს: თავის ტრავმამ, თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზმა, კისრის მალების ოსტეოქონდროზმა, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევამ და სხვა.
მიზეზი შეიძლება იყოს: კოფეინი , ზოგიერთი მედიკამენტი, არტერიული წნევის მომატება, ათეროსკლეროზი, ალერგია, ანემია, თირეოტოქსიკოზი, ნევროზი და სხვა პათოლოგიები.
იმის გათვალისწინებით, რომ რაიმე სხვა დამატებით სიმპტომებს არ აღწერთ, პირველ რიგში გამოსარიცხია ყურში გოგირდის საცობის არსებობა.
ამის გასარკვევად და ასევე ყურის სხვა დაავადებების შესაძლო არსებობის გამოსარიცხად, აჯობებს მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, ოტო–რინო-ლარინგოლოგთან და ჩაიტაროთ კონსულტაცია.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით 577 119 119 ან 2 02 25 25.

 

ანალოგიურ შეკითხვაზე ინფორმაციის მისაღებად  გადადით ბმულზე:https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/28   

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა