მოგესალმებით,
ამ შეკითხვით ბევრი პაციენტი მოგვმართავს, შესაბამისად გიპასუხებთ ანალოგიურად.
თქვენს მიერ აღწერილ ჩივილებს , შესაძლოა, ნევროლოგიური პრობლემების გარდა, იწვევდეს დისფაგია, საყლაპავის თიაქარი ან ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები.
მიმოწერის რეჟიმში დიაგნოსტირება შეუძლებელია. ამიტომ, სასურველია, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში და კონსულტაცია გაიაროთ ოტო–რინო–ლარინგოლოგთან, რათა ინსტრუმენტული კვლევის შედეგად, გამოირიცხოს საყლაპავის პათოლოგია.
ამის შემდეგ კი, შესაძლებელი იქნება მოგეცეთ შესაბამისი მითითება მკურნალობის შესახებ. ასევე შესაძლებელია, მკურნალობაში ჩაერთოს სხვა ექიმიც, მაგალითად ენდოსკოპისტი.
გაცნობებთ, რომ ჩვენი კლინიკა არის მულტიპროფილური, გვყავს ყველა სპეციალისტი, მათ შორის ნევროლოგი და ენდოკრინოლოგიც. რაც ვფიქრობთ, ხელს შეგიწყობთ და არ მოგიწევთ სხვადასხვა კლინიკაში დამღლელი ვიზიტების განხორციელება. ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციურ ექიმთა გუნდი კი, გაგიწევთ სათანადო მომსახურებას.
საჭორპების შემთხვევაში შეგვიძლია, შემოგთავაზოთ ენდიკრინოლოგიურ კვლევებზე ფასდაკლება, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31342/gamoikvliet-farisebri-jirkvali-ultratanamedrove-aparatit-mkholod-60-larad-
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის და ვიზიტის დასაგეგმად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გამარჯობა... 1 თვეა ყელში მოხრჩობის შეგრძნება მაქვს... მგონია რომ სპაზმია მაგრამ როცა სკოლაში ვარ და ყურადღება სხვა რაღაცაზე მაქ გადატანილი მომეხსნება. როცა ავნერვიულდები ეგრევე თავს წამოყოფს ''ბურთივით'' რაღაც ყელში. როცა ვჭამ ხელს არ მიშლის უბრალოდ წყლის სმის დროს თითქოს რაღაც ტალღასავით მოდის ხორხიდან მაგრამ ეს იმ შემთხვევაში თუ ისევ ვფიქრობ რომ ყელში ბურთი მაქვს.. აღარ ვიცი რა ვიფიქრო. პანიკური შეტევებიც მქონდა. უმიზეზოდ მომდის ცრემლები ხანდახან და თავს ვგლოვობ.. როცა ხალხში ვარ მავიწყდება მაგრამ თუ ჩავუღრმავდები ამაზე ფიქრს ისევ იგივე მემართება. შეპყრობილი ვარ უკვე ამაზე ფიქრით..
პასუხი: