მოგესალმებით,
ყურში შუილს ტინიტუსი ეწოდება და ის საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, რომელიც წარმოადგენს ხმაურის სუბექტურ შეგრძნებას, რომელიც არ უკავშირდება გარე სამყაროს ობიექტურ ხმებს.
ვინაიდან სმენითი სისტემა ძალიან მგრძნობიარეა და ადვილად ზიანდება, ტინიტუსის მიზეზთა ნუსხა მრავალფეროვანია. ის მოიცავს სხვადასხვა სირთულის პრობლემათა მთელ სპექტრს, გოგირდის საცობითა თუ შუა ყურის რომელიმე პათოლოგიით დაწყებული, აკუსტიკური სიმსივნითა თუ თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლით დამთავრებული.
ხმაურის გამოწვევა შეიძლება განაპირობოს შემდეგმა ფაქტორებმა:
- მაღალი ხმისგან გამოწვეული სმენის დაქვეითება;
- ყურის ინფექციები;
- გულისა და სისხლძარღვების დაავადებები;
- მენიერის დაავადება;
- ტვინის სიმსივნე;
- ჰორმონული ცვლილებები;
- ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები.
ამიტომ შუილის მიზეზის დადგენა ხშირად ძნელია და არაერთი კვლევის ჩატარებას მოითხოვს.
სასურველია, პრევენციის მიზნით მობრძანდეთ ოტო–რინო–ლარინგოლოგთან, რომელიც გამოიკვლევს სასმენ არხს ინსტრუმენტულად და გამორიცხავს ან დაადასტურებს მისი სპეციალობის პათოლოგიას.
გაცნობებთ, რომ ჩვენი კლინიკა არის მულტიპროფილური, გვყავს ყველა სპეციალისტი მათ შორის ნევროლოგი, რაც ხელს შეგიწყობთ და არ მოგიწევთ სხვადასხვა კლინიკაში ვიზიტის განხორიციელება.
ასევე, აქციის ფარგლებში შეგვიძლია, შემოგთავაზოთ კარდიოლოგიურ კვლევებზე ფასდაკლება, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/full-article/gul-siskhldzarghvta-patologiebis-droulad-gamovlenis-profilaqtikisa-da-mkurnalobis-miznit-chaitaret-umnishvnelovanesi-kvlevebi-mkholod-65-larad/31406
სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!