მოგესალმებით,
მსგავსი ტემპარატურა შესაძლოა დაკავშირებული იყოს მრავალ დაავადებასთან. ერთმნიშვნელოვან პასუხს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ვერ მოგცემთ. მხოლოდ ზოგადი ხასიათის ინფორმაციის მოწოდება შეგვიძლია. 37-38° გრადუსის ფარგლებში მერყევი ან, როგორც მედიკოსები ვამბობთ, სუბფებრილური ტემპერატურა შესაძლოა იყოს როგორც მძიმე, ასევე მსუბუქი დაავადების სიმპტომი. პირობითად, სუბფებრილიტეტის გამომწვევი დაავადებები შეიძლება ორ ჯგუფად - ინფექციურ და არაინფექციურ პათოლოგიებად დავყოთ.
ინფექციათაგან უნდა ვახსენოთ ტუბერკულოზი, ასევე მნიშვნელოვანია ორგანიზმში არსებული ანთების ქრონიკული კერები - კბილის გრანულომა, წიაღების ანთება, ნუშურა ჯირკვლების ანთება.
ზოგჯერ სუბფებრილურ ტემპერატურას იწვევს რევმატიზმიც. სუბფებრილური ტემპერატურის გამომწვევ არაინფექციურ მიზეზთაგან საყურადღებოა თირეოტოქსიკოზი, აუტოიმუნური თირეოიდიტი და ეგრეთწოდებული ფიზიოლოგიური მიზეზები - მისი მიზეზი შეიძლება იყოს ემოციური და ფიზიკური დატვირთვა, საკვების მიღება, ცხელ შენობაში ყოფნა.
უნდა გამოირიცხოს შინაგანი ორგანოების (ფილტვები, თირკმელები, ყელი, კუჭ-ნაწლავების ტრაქტი) პათოლოგია, თუ ამ მხრივ ყველაფერი წესრიგში იქნა მაშინ შეიძლება სიცხე ნევროზული ხასიათის იყოს.
ასევე, ახალგაზრდა ქალებში ტემპერატურის მაჩვენებელი შესაძლოა მენსტრუალური ციკლის ფაზის მიხედვით მერყეობდეს.
სპეციალისტების ჩამონათვალი ,ვისთანაც შესაძლოა მოგიწიოთ კონსულტირება ,საკმაოდ ვრცელია .ესენია : სტომატოლოგი ,ლარინგოლოგი ,ენდოკრინოლოგი , თერაპევტი, პულმონოლოგი, ფთიზიატრი, ინფექციონისტი.
გირჩევთ დაიწყოთ პირველი სამი სპეციალისტიდან ,მითითებული რიგითობის მიხედვით .აქედან ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ოტო–რინო–ლარინგოლოგთან კონსულტაცია.
საჭიროა ობიექტური გასინჯვისა და ანამნეზური მონაცემების შეჯერება, თან იქონიეთ ჩატარებული კვლევის პასუხები.
დამატებითი ინფორმაციისათვის, დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: გამარჯობა. ვარ 24 წლის გოგონა.2 კვირაა მაწუხებს დაბალი სიცხეები.წინა თვესაც მქონდა მსგავსი სიმპტომები. გამოვიკვლიე თირკმელი და სისხლის ანალიზი .შარდის ანალიზიც მაგრამ არაფერია.საშიშიო.ახლაც მსგავსად სულ 37 ან 37.2 მაქ სიცხეები გთხოვთ დამაკვალიანოთ ვის უნდა მივმართო
პასუხი: