მუკოიდური კისტა - ოტო–რინო–ლარინგოლოგია

კითხვა: მოგესალმებით. ჩატარებული პარანაზალური წიაღების კტ.კვლევის დასკნაში წერია,რომ მარჯვნივ სფენოიდურ წიაღში ვლინდება ოვალური ფორმის ,ზომით 1,4-1,2 სმ,ჰიპოდენსიური უბანი-მუკოიდური კისტა.იდენტური უბანი ,ზომით 0,8-0,5სმ ვლინდება ამავე მხარეს ჰაიმორის წიაღშიც,ზედა კედელზე. შეგიძლიათ მითხრათ რამდენად საშიშია ეს დასკვნა და მომაწოდოთ უფრო მეტი ინფორმაცია ჩემთვის უფრო გასაგებ ენაზე.წინასწარ გიხდით მადლობას.
პასუხი:

მოგესალმებით,
მუკოიდური კისტა არის ანთებითი წარმონაქმნი, რომლის არსებობას ხშირად სიმტომები არ ახლავს. შემაწუხებელი ხდება მხოლოდ ინფიცირების შემთხვევაში. ამ დროს აღინიშნება ტკივილი შესაბამის მიდამოში, სხვადასხვა ხასიათის გამონადენი ცხვირიდან.
ინფიცირების (ან სინუსიტის გამწვავების) შემთხვევაში აუცილებელია სრულყოფილი თერაპიული მკურნალობა და თუ თერაპიული მეთოდით პრობლემის მოგვარება ვერ მოხერხდა, ტარდება ენდოსკოპური ოპერაცია წიაღებზე კისტის მოშორების მიზნით.
პირველ რიგში აუცილებელია დინამიკაში დაკვირვება, რათა დადგინდეს დადგინდეს არის თუ არა იგი მზარდი.
მობრძანდით ჩვენს კლინიკაში, ოტო–რინო– ლარინგოლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც უშუალოდ გაგსინჯავთ, საჭიროების შემთხვევაში დაგინიშნავთ დამატებით კვლევებს და ამის შემდეგ, აუცილებლად დაგეხმარებათ და დაგეგმავს შემდგომი მკურნალობის მეთოდს.

● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:  https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/28 

თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული კვლევების პასუხები.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა