მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:
- რა არის ვესტიბულოპათია;
- კოორდინაციის დარღვევის გამომწვევი მიზეზები.
დისტანციურად დიაგნოსტირება შეუძლებელია. თუმცა, თქვენი მონათხრობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, შესაძლოა საქმე ეხებოდეს ვესტიბულოპათიას, ვესტიბულური აპარატის დარღვევის ერთ–ერთ გავრცელებულ მიზეზს.
ამ მიმართულებით საჭიროა თქვენი საფუძვლიანად გამოკვლევა. ასე, რომ ყელ-ყურ–ცხვირის სპეციალისტის ჩართვა აუცილებელია.
ასევე, შესაძლოა ჩივილის გამომწვევი იყოს:
- ორთოსტატიკური კოლაფსი (სისხლძარღვოვანი პათოლოგია);
- ვერტებრო-ბაზილური სინდრომი;
- საძილე არტერიების სტენოზი და სხვა ნევროლოგიური პათოლოგიები.
შესაბამისად, გირჩევთ მომართოთ ჩვენს კლინიკაში ოტო–რინო–ლარინგოლოგს, რომელიც დაათვალიერებს სასმენ არხს აპარატურულად და დაგინიშნავთ შესაბამის მკურნალობას. ასევე, მკურნალობაში ჩაერთვება ნევროლოგი, რომელთანაც კლინიკის აქციის ფარგლებში, შესაძლებელია გაიაროთ კონსულტაცია ფასდაკლებით, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/full-article/gtavazobt-nevrologis-konsultacias/31681
სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ან აქციაზე ჩასაწერად, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!