ტონზილიტი, ანგინა - ოტო–რინო–ლარინგოლოგია

კითხვა: მოგესალმებით! არ ვიმყოფები საქართველოში. სუსტი ყელი მაქვს ზოგადად, ტონზილებზე მაინტერესებს... ვხედავ ოდნავ გადიდებულს და ჩირქოვან ჩანართებს.როგორ ვიმკურნალოთ აქ რომ მდგომარეობა არ გამირთულდეს.ასევე თეთრი სახის საცობს რა იწვევს, რამდენად საშიშია და რა მოვიმოქმედო? საქართველოში მომავალ წელს ვბრუნდები.ზოგად სისუსტესაც ვგრძნობ,თითქოს მთელს ორგანიზმზე მოქმედებს
პასუხი:

მოგესალმებით,

თქვენთვის განკუთვნილ პასუხში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:

  • რა არის ტონზილიტი;
  • რა იწვევს ტონზილიტს;
  • რა არის ანგინა;
  • რეკომენდაცია.

ტონზილიტი- ეს არის ნუშურა ჯირკვლებზე პათოგენური მიკროორგანიზმების (ბაქტერიები, ვირუსები, სოკო) მოხვედრის გამო განვითარებული ანთებითი რეაქცია. შესაბამისად, შეიძლება იყოს ბაქტერიული, ვირუსული და სტრეპტოკოკული.

მისი ყველაზე  ხშირი გამომწვევი სტრეპტოკოკია (80-90%), უფრო იშვიათად სტაფილოკოკი ან პნევმოკოკი. კიდევ უფრო იშვიათია სპიროქეტები (ამ დროს ვითარდება საკმაოდ მძიმედ მიმდინარე ანგინა).

იქიდან გამომდინარე, რომ იმუნური სისტემის ამოცანაა - გამოაძევოს ის ,  ამიტომაც ვითარდება ადგილობრივი რეაქცია გამომწვევზე -ანთება.

ანგინის დროს საჭიროა წოლა, ბევრი სითხის სმა, სავლებების, საწუწნი აბების, საინჰალაციო საშუალებების გამოყენება.

ჩირქოვანი აბსცესის მკურნალობისთვის და პირის ღრუს სანაციისთვის  სახლის პირობებში შეგიძლიათ გამოიყენოთ:

  • იოდინოლის სავლები;
  • გვირილის ნაყენი;
  • სოდიანი წყალი.

ზოგადად, ანგინას სიმძიმის შესაბამისად მკურნალობენ. ანტიბიოტიკებით თვითნებური მკურნალობა დაუშვებელია. ანტიბიოტიკის შერჩევა და დანიშვნა მხოლოდ  ექიმის პრეროგატივაა.

მდგომარეობის გართულების ან სხვა ჩივილების გამოხატვის შემთხვევაში, აუცილებლად მიმართეთ  იმ ქვეყნის სამედიცინო დაწესებულებას, სადაც ახლა იმყოფებით.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის სახელით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა