მოგესალმებით,
ცხვირი ფაქიზი ორგანოა – ყველა არომატის ფიქსატორი. გარდა ამისა, ის ორგანიზმის „ფარია", უამრავი ინფექციისგან იცავს მას. ცხვირში ასობით ნერვული დაბოლოება და წვრილი კაპილარია. სისხლდენას სწორედ მათი დაზიანება იწვევს. ეპისტაქსისი ( ცხვირიდან სისხლდენა ) შეიძლება გამოიწვიოს ისეთმა ფაქტორებმა როგორიცაა:
- ტრავმა;
- ხვირისა და ცხვირის ახლომდებარე წიაღების დაავადებები (მაგალითად, რინიტი - ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება, ჰაიმორიტი - ზედა ყბის წიაღის ლორწოვანის ანთება);
- ზოგიერთი მედიკამენტი;
- სისხლის პათოლოგიები;
- ემოციური ან ფიზიკური დატვირთვა;
- ჰაერის დაბალი ან ზედმეტად მაღალი ტემპერატურა.
თუმცა სისხლდენას შესაძლოა პროვოცირება გაუწიოს შემდეგმა პათოლოგიებმა:
- მოუწესრიგებელი არტერიული წნევა;
- ცხვირის ღრუს ანთება;
- ჰემოფილია;
- გულის დაავადებები;
- ჰორმონული დისბალანსი;
- ხერხემლის პრობლემები.
საზოგადოდ, ყველაფერმა, რაც არღვევს სისხლის ცირკულაციას, ზრდის წნევას ცხვირის კაპილარებში და მათ გახეთქვას იწვევს. ხშირ სისხლდენას უჩივიან ალერგიული ადამიანები და ისინი, ვისაც ცხვირის ტრავმა ან ოპერაცია აქვს გადატანილი. დისტანციურად ზუსტი დიაგნოზის დასმა შეუძლებელია, გირჩევთ მიმართოთ ექიმს, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ოტო–რინო–ლარინგოლოგთან ვიზიტზე, რომელიც უშუალო კონსულტაციისას, შეკრებს ანამნეზს, ჩაგიტარდებათ სრულფასოვანი გამოკვლევა და გაგცემთ ამომწურავ პასუხს.
ლოკალური მიზეზის გამორიცხვის შემთხვევაში აუცილებელი იქნება ჰემატოლოგის კონსულტაცია და სისხლის გამოკვლევა თრომბოფილიის მიმართულებით.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !