მოგესალმებით!
სტრეპტოკოკი სფერული ან ოვალური ფორმის ბაქტერიაა, რომელიც გვხვდება ნიადაგში, მცენარეებზე, ცხოველებისა და ადამიანის კანზე. სტრეპტოკოკული ინფექციის გამოწვევა მხოლოდ ბაქტერიის პათოგენურ სახეობებს შეუძლია. ადამიანის სტრეპტოკოკული დაავადების ყველაზე გავრცელებული გამომწვევი A ჯგუფის წარმომადგენელია, ის ჩირქმბადი ბაქტერიაა.
ყელის დაავადებათა უდიდესი ნაწილი სტრეპტოკოკული ინფექციის წილად მოდის. სტრეპტოკოკული ანგინა, სწორედ ამ ბაქტერიის პათოგენურობის შედეგია. დაავადება შესაძლოა მიმდინარეობდეს მსუბუქად და უსიმპტომოდ.
რთულია დისტანციურად ზუსტი დიაგნოზის დასმა, სავარაუდოდ თქვენს სიმპტომს სტრეპტოკოკული ინფექციის შემდგომი მდგომარეობა იწვევს. მობრძანდით ჩვენს კლინიკაში ოტო-რინო–ლარინგოლოგთან კონსულტაციაზე, ექიმი შეაფასებს თქვენს მდგომარეობას, საჭიროების შემთხვევაში დაგინიშნავთ გამოკვლევებს, ამის შემდეგ კი მოგცემთ აპრობირებულ მკურნალობაზე რეკომენდაციებს.
ჩვენი საკონტაქტო ნომერია 577 119 119 და 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: პირის და ენის წვა მაქ ინფექციური გრიპი მქონდა კერძოდ სტრეპტოკოკი ამომეთესა ყელი მტკივდება საშინლად, მაგრამ როგორც იქნა გაიარა, მაგრამ ხანდახან ისეთი შეგრძნება მაქ ყელი დაბლოკილია და ნერწყვს ვერ ჩაყლაპავ, მერე გამივლის ვის უნდა მივმართო ან რა უნდა გავაკეთო?
პასუხი: