კითხვა: გამარჯობა, ვარ 21 წლის გოგო,2017 წლის გაზაფხულზე დამწეყო კანის ქავილი.ტემპერატურა ნორმაშია,კანის ფერი იგივე,ზოგჯერ ქავილიმდე მაქვს წვის შეგრნება კანზე,რომელსაც ვერაფრით ვშველი.დერმატოლოგმა დამინიშნა პრეპარატი "ატარაქსი 25მგ",რომელიც მხოლოდ ორი დღით მიქრობს ქავილისა და წვის შეგრძნებას,მაგრამ პრობლემა ისევ იგივეა.
როგორც კი ამ პრეპარატის მიღებას ვწყვეტ,ქავილი(გამონაყრისა და რაიმე სხვა ნიშნის გარეშე) ისევ მეწყება.ახლახანს კი ენაზე შევამჩნიე თთრი ნადები,რომელსაც ახლავს უსიამოვნო სუნი.
იქნებ მირჩიოთ დაახლოებით რისი ბრალი შეიძლება იყოს და რომელ კონკრეტულად რომელ ექიმს მივმართო დახმარებისთვის.
პასუხი:
გამარჯობა! თქვენს შემთხვევაში სიმპტომები შესაძლოა დავუკავშიროთ სხვადასხვა პათოლოგიას . ერთ–ერთი შეიძლება იყოს თვით მედიკამენტის უკუჩვენება ,რადგან ანოტაციაში იკითხება რომ აღიზიანებს კუჭ–ნაწლავს და ნაღვლის ბუშტს ,რაც თავისმხრივ იწვევს ენაზე ნადებს . დისტანციურად დასკვნის გამოტანა კი, რა თქმა უნდა ,არაკორექტულია .
გირჩევთ მიმართოთ უშუალოდ მკურნალ ექიმს ,დეტალურად მოახსენოთ თქვენი პრობლემის შესახებ .საჭიროების შემთხვევაში კი გადაგამისამართებთ გასტროენტეროლოგთან.
ამ მიზნით შეგიძლიათ მომართოთ ჩვენს კლინიკას.
გმადლობთ , რომ გვენდობით , გისურვებთ ჯანმრთელობას !