დემოდეკოზი

კითხვა: გამარჯობა. მაინტერესებს დემოდეკოზის მკურნალობა რომელი პრეპარატებით არის ეფექტური? დერმატოლოგმა პოზამეტის მალამო გამომიწერა. მაგრამ უშედეგოთ მიდის მკურნალობა უკვე 3 კვირაა. იქნებ თქვენ მირჩიოთ სწორი მკურნალობის მეთოდი
პასუხი:

დემოდეკოზი, წესისამებრ, თანდათანობით ვითარდება. თავდაპირველად დაზიანებულ უბანზე შესაძლოა გაჩნდეს ვარდისფერი ან მოწითალო ლაქები, რომლებიც მუწუკოვან გამონაყარში გადადის. ჩვეულებრივი გამონაყარისაგან განსხვავებით, მათ ძლიერი ქავილი ახასიათებს. თუ დროულად არ მივმართეთ ექიმს - დერმატოლოგს და არ დავიწყეთ სათანადო მკურნალობა, დაავადება პროგრესირებას განაგრძობს და ახალ-ახალ უბნებს დააზიანებს. ვიდრე დემოდეკოზის მკურნალობას დავიწყებდეთ, აუცილებლად უნდა ჩატარდეს ლაბორატორიული დიაგნოსტიკა პარაზიტის აღმოსაჩენად. გამოკვლევამდე, რამდენიმე დღე, არ შეიძლება დაბანა და კოსმეტიკით სარგებლობა. დემოდეკოზის მკურნალობა საკმაოდ ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია როგორც პაციენტისთვის, ისე ექიმისთვისაც. დაავადების ფორმისა და სტადიის მიხედვით, მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს 4-6 კვირიდან 1 წლამდე.
დემოდეკოზის მკურნალობა პირველ რიგში მისი გამომწვევის ცხოველმყოფელობის დათრგუნვას გულისხმობს. გარდა ამისა, აუცილებელია დაავადების ხელშემწყობ ფაქტორებზე ზემოქმედება, კერძოდ, კანის ატონიის მკურნალობა, თმის ზრდის გაუმჯობესება, იმუნური რეაქციების სტიმულაცია, ჰორმონული დარღვევების აღმოფხვრა. ეტიოტროპული (მიზეზზე უშუალოდ მოქმედი) მკურნალობა კომპლექსურია:
ადგილობრივ პრეპარატებს ტკიპის გასანადგურებლად; სისტემურ საშუალებებს იმუნური სისტემის გასაძლიერებლად; ძირითადი, ქრონიკული დაავადებების მკურნალობას.
ამჟამად ჩვენს კლინიკაში არ გვყავს დერმატოლოგი. გთხოვთ მიმართოთ შესაბამისი პროფილის კლინიკას. გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა