დისმენორეა - გინეკოლოგია

კითხვა: გამარჯობა. ციკლის დროს მაქვს გულისრევა და შესაძლოა ორსულობის ბრალი იყოს?
პასუხი:

მოგესალმებით, 

დისმენორეა, მტკივნეული მენსტრუაცია, ზოგჯერ რომელიმე დაავადებითაა გამოწვეული, ზოგჯერ კი აშკარა მიზეზის გარეშე წარმოიშობა.

დისმენორეას ახასიათებს მუცლის ქვედა ნაწილის, გავისა და წელის მიდამოს სპაზმური, მოპულსირე, მღრღნელი ტკივილი, რომელიც ზოგჯერ ბარძაყსა და სწორ ნაწლავში გადაეცემა. ტკივილი მსუბუქიდან გაუსაძლისამდე ვარირებს და ზოგჯერ ისე აქვეითებს შრომის უნარს, რომ ყოველგვარ საქმიანობას შეუძლებელს ხდის.

ზოგიერთი პაციენტი თავის ტკივილს, თავბრუხვევას, გულისრევას და ფაღარათსაც კი უჩივის.

რაც შეეხება ორსულობას, დიახ, არსებობს მსგავსი შესაძლებლობა, თუმცა ძალიან მცირე პროცენტში.

ნებისმიერ შემთხვევაში, უნდა მობრძანდეთ გინეკოლოგთან, ჩაიტაროთ ულტრაბგერითი გამოკვლევა, რათა დადასტურდეს ან გამოირიცხოს ორსულობა.

კლინიკაში მიმდინარე აქციის ფაგლებში შეგვიძლია შემოგთავაზოთ გინეკოლოგიური აქცია + ექოსკოპიური კვლევა,  მიჰყევით ბმულს: https://kirurgia.ge/article/31172/ginekologiuri-aqcia-110-laris-nacvlad-mkholod-40-larad

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ცხელი ხაზის ნომერზე 577 05 99 00.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა