მოგესალმებით,
მტკივნეულ სქესობრივ აქტს მედიცინაში დისპარეუნია ეწოდება.
მტკივნეული აქტის მიზეზი შეიძლება იყოს:
- საშოს სიმშრალე – რომელსაც იწვევს ზოგიერთი მედიკამენტი;
- საშოს დაზიანება - ნაკაწრი, ჩახევა, ანთებითი და სიმსივნური პროცესები.
არსებობს მტკივნეული აქტის სხვა, ორგანული თუ ფსიქოგენური მიზეზებიც და თუ ამას თავიდანვე არ მივაქციეთ სათანადო ყურადღება, შემდგომ ეს ორი მიზეზი შესაძლოა ერთმანეთს შეერწყას - ტკივილმა წარმოშვას სქესობრივი ურთიერთობის შიში, საშოს კუნთის უნებლიე შეკუმშვა - ვაგინიზმი, რაც სქესობრივ კავშირს შეუძლებელს ხდის.
მტკივნეული აქტის მიზეზებს შორისაა:
- არასაკმარისი ლუბრიკაცია ;
- გარკვეული მედიკამენტები , რაც ამცირებს ლუბრიკაციას;
- დაზიანება, ტრავმა, გაღიზიანება– მენჯის მიდამოს ქირურგიული ჩარევები;
- გენიტალიების ან საშარდე გზების ინფექცია ( ეგზემა ან კანის სხვა დაავადებები, რომლებიც გენიტალიებზეც ვლინდება).
მკურნალობა მიმართულია გამომწვევი მიზეზების წინააღმდეგ.
შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში გინეკოლოგთან, სადაც დიაგნოსტირება გამომწვევი მიზეზი და მოგეცემათ შესაბამისი რეკომენდაცია.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/33
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 05 99 00.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !