მოგესალმებით!
მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზია, პათოლოგიაა რომელიც გულისხმობს სახსრის კომპონენტების განუვითარებლობას, სახელდობრ, მათ უმწიფრობას ამოვარდნილობის გარეშე, რაც შემაერთებელი ქსოვილის განვითარების დარღვევისა და მისი სისუსტის შედეგია. მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზიის, ქვეამოვარდნილობისა და ამოვარდნილობის კონსერვატიული მკურნალობა კომპლექსურია. გარდა სამკურნალო ფიზკულტურისა და მასაჟისა, რომელიც სპეციალისტმა უნდა გააკეთოს, ტარდება:
- ფიზიოპროცედურები, რაც გულისხმობს: ელექტროფორეზს გავა-წელზე და მენჯ-ბარძაყის სახსარში სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად;
- პარავერტებრული და დუნდულა კუნთების ელექტროსტიმულაციას.
ბარძაყის ძვლის თავის ამოვარდნილობა დისპლაზიის ერთ-ერთი კლინიკური გამოვლინებაა. გენეტიკური ფაქტორები კი აქ მთავარ როლს ასრულებს.
მკურნალობის გარეშე თანდაყოლილი ამოვარდნილობის დროს არასწორი ბიომექანიკის (მოძრაობის) შედეგად სახსარში ვითარდება დისპლაზიური კოქსართროზი - მენჯ-ბარძაყის სახსრის მძიმე დაავადება, რომელსაც თან სდევს ტკივილი, სიარულის დარღვევა, სახსარში მოძრაობის შეზღუდვა, ყოველივე ამას კი საბოლოოდ ინვალიდობადე მივყავართ. ასეთ დროს მკურნალობა მხოლოდ ქირურგიულად არის შესაძლებელი და რაც უფრო მეტად დაგვიანდება ოპერაცია, მით უფრო ნაკლებია სრული გამოჯანმრთელების შანსი.
ალტერნატიული აზრის მოსასმენად, შეგიძლიათ მიმართოთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკას.
„ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის პაციენტებს.
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას!