დოლიქოსიგმა - ეს არის დაგრძელებული სიგმური ნაწლავი, იგი შეიძლება იყოს შეძენილი და თანდაყოლილი. დაავადება ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს,თუმცა შეუძლია გამოიწვიოს ყაბზობა, მუცლის შებერილობა,არასრული დეფეკაციის შეგრძნება,მეტეორიზმი. ნაწლავის ანატომიურ თავისებურებათა გამო ჭიანურდება მასში საჭმლის მონელების პროდუქტების გადაადგილება, ეს ზემოქმედებს ნაწლავის ნერვულ აპარატზე და ცვლის ნაწლავის მიკროფლორას. ამ დიაგნოზის განკურნება, რა თქმა უნდა,შესაძლებელია სწორი მკურნალობით. დიაგნოზის დასასმელად და მკურნალობის შემდგომი კურსის შესარჩევად,გირჩევთ მიმართოთ გასტროენტეროლოგს.
თქვენ შემთხვევაში,შეგვიძლია შემოგთავაზოთ ჩვენი კლინიკის აქცია,რომელშიც შედის გასტროსკოპია,ქირურგის კონსულტაცია და გასტროენტეროლოგის კონსულტაცია. კვლევის ფასი აქციის ფარგლებში არის 90 ლარი. აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე– 577 119 119 ან 202 25 25.
გმადლობთ,რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით. გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: გამარჯობათ, მაწუხებს შეკრულობა,ნაწლავის არსრული დაცლა,მუცლის შებერილობა,სიმძიმე კუჭის არეში დამიდგინეს დოლიხოსიგმა და მითხრეს რომ განუკურნებლი დაავადება მჭირს. მუდმივად მაწუხებს ბოყინი და ძალიან ცუდი შეგრძნებბი მაინტერესებს რა კვლევებს მირჩევთ თქვენ?
პასუხი: