ძილის დარღვევები

კითხვა: მოგესალმებით, ვარ 29 წლის მაქვს ძილის პრობლემა ანუ სულ მეძინება მძინავს მეძინება მაინც , არმძინავს მეძინება რისი ბრალი შეიძლება იყოს ? სხვა არაფერი პრობლემა არ მაქვს რამეს რო დავაბრალო .აზრი არ აქვს ადრე დავიძინებ თუ არა დილით 1მდე ვერ ვიგვიძებ როცა ვდგები ისევ მეძინება . ვარ მთელი დღე მოდუნებული და მტკივა თავი.
პასუხი:

მოგესალმებით! ძილს დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ფიზიკური, ისე ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის. ადამიანი სიცოცხლის საშუალოდ 27 წელს ძილში ატარებს. ცნობილია ძილის დარღვევის 80-ზე მეტი ნაირსახეობა, პრობლემა კი ძალიან გავრცელებულია - მსოფლიოს მოსახლეობის მესამედს აწუხებს. ძილის დარღვევებია:

● ინსომნია - უძილობა (33%);
● ჰიპერსომნია ანუ ჭარბძილიანობა (0,3-16,3%), ძილის ცირკადული რიტმის დარღვევები;
● პარასომნია ანუ ძილის პერიოდში ნორმიდან გადახრა, მაგალითად, ძილთან ასოცირებული მოძრაობითი დარღვევები, ღამის ენურეზი, ღამის შიშები, სომნამბულიზმი (ძილში სიარული), ბრუქსიზმი (კბილების კრაჭუნი), ღამის კოშმარები, ხვრინვა, ძილის აპნოე (სუნთქვის გაჩერება), მიოკლონუსი.

ძილის დარღვევა შესაძლოა გამოიწვიოს ზოგიერთმა პათოლოგიამ, მაგალითად:
● კარდიოვასკულურმა დაავადებებმა;
● ცერებროვასკულურმა შეტევებმა;
● ბრონქულმა ასთმამ;
● ფილტვის ქრონიკულმა ობსტრუქციულმა დაავადებამ;
● გასტროეზოფაგურმა რეფლუქსმა;
● პეპტიურმა წყლულმა და სხვა.

უძილობას მრავალი მიზეზი აქვს. ისინი საძიებელია როგორც გარემო ფაქტორებს, ასევე ორგანიზმის თავისებურებებს, ცხოვრების წესსა და სხვა იმ ფაქტორებს შორის, რომლებთაც ძალუძთ დაარღვიონ ჰუმორული რეგულაცია ან უშუალოდ ის სტრუქტურები დააზიანონ, რომლებსაც ძილის ორგანიზაცია აკისრია. მაგალითად, უძილობას იწვევს:

● ამინდის ცვალებადობა, ხმაური, უჰაერობა, მოუხერხებელი საწოლი, არასასიამოვნო გარემო საძინებელში;
● ძილის წინ კოფეინის შემცველი პროდუქტების (ჩაი, ყავა, შოკოლადი და სხვა) მიღება;
● ძილის წინ მაღალკალორიული საკვების მიღება;
● არასაკმარისი ფიზიკური აქტივობა;
● ცხოვრების ჩვეული წესის შეცვლა (მაგალითად, სამუშაოდ ღამის ცვლაში გადასვლა, დროის სარტყლის შეცვლა);
● სტრესი და ემოციური გადაძაბვა;
● დეპრესია და ნევროზი;
● სომატური ან ენდოკრინული პათოლოგია, რომელიც ნორმალურ ჰომეოსტაზს ცვლის (მაგალითად, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონთა დისბალანსი);
● მოხუცი ასაკი;
● ტკივილი;
● რომელიმე წამლის გვერდითი ეფექტი.

ჩვენი მხრიდან, დისტანციურად დიაგნოზის დასმა არაკორექტული იქნება, იმისათვის რომ დავადგინოთ თქვენი უძილობის გამომწვევი მიზეზი და ინდივიდუალური მკურნალობისათვის მოგცეთ რეკომენდაცია, შეგვიძლია შემოგთავაზოთ, კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში ნევროლოგის უფასო კონსულტაცია პარასკევს. აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25. გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა