ძუძუთი კვება ორსულობისას - ბავშვთა ასაკის დაავადებები

კითხვა: მოგესალმები ,მყავს 11 თვის გოგონა რომელიც იკვებება ძუძუთი და ახლა გავიგე რომ ვარ ორსულად ,და გთხოვთ მირჩიოთ როგორ მოვიქცე. მადლობა
პასუხი:

მოგესალმებით,
მოგახსენებთ, რომ ასეთ შემთხვევაში, ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს, რადგან ამ დროს ხდება საშვილოსნოს ტონუსის მატება, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს თვითნებითი აბორტი.
გირჩევთ, მიმართოთ პედიატრს, რომელიც დაგეხმარებათ, პატარას ბუნებრივი კვებიდან, ხელოვნურ კვებაზე გადაყვანაში და მოგცემთ საჭირო რეკომენდაციებს.
"ქირურგიის ეროვნული ცენტრი" ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს, აქედან გამომდინარე, სამწუხაროდ ამ ეტაპზე ვერ დაგეხმარებით.
თუ გსურთ მაღალკვალიფიციურ ექიმთა გუნდი დაგეხმაროთ ორსულობის მართვაში, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკა "ახალ სიცოცხლეში', სადაც არის ძალიან თბილი გარემო და აუცილებლად მოგემსახურებიან თქვენი სურვილის შესაბამისად.
გვაქვს გინეკოლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეები სამშაბათსა და შაბათს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 05 99 00.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა