კითხვა: გამარჯობათ, კომპიუტერთან ჯდომისას სახის კანზე მიჩნდება დამწვრობები როგორც მზეზე მიღებული დამწვრობის დროს (შუბლზე .თვალების არეში და ყველგან სადაც ეკრანიდან მხვდება სინათლე). ანუ ზაგარს მაძლევს კომპიუთერის ეკრანი.თვითონ ჩემი კომპიუთერი არის კარგი ხარისხის საფრანგეთიდან ჩამოტანილი და თანაც სხვა კომპიუტერებზეც გადავამოწმე .შედეგი იგივეა.დიდ ეკრანიან ტელეფონებზეც ეგეთი შედეგი მაქვს მეწვის კანი ნელ ნელა.ჩემს კომპიუტერს სხვებიც ხმარობენ და მათ არა აქვთ მსგავსი პრობლემა.დილის საათებში როდესაც ოთახში მეტი შუქია ნაკლებად ან საერთოდ არ მეწვის კანი ხოლო როდესაც მოსაღამოვდება და ოთახში შედარებით ჩამობნელდება წვა იზრდება.ინტერნეთში ვეძებ ინფორმაციას და ვერაფერს ვნახულობ
პასუხი:
გამარჯობა! ყველა ელექტრომაგნიტური ხელსაწყო – ელექტროტალღური ღუმელები, კომპიუტერები, ტელევიზორები, მობილური ტელეფონები –წარმოადგენენ ელექტრომაგნიტური გამოსხივების წყაროს .
ადამიანები ამ გამოსხივებაზე სხვადასხვანაირად რეაგირებენ . არსებობს ისეთი ფენომენი ,როგორიცაა ფოტოსენსიბილიზაცია – ორგანიზმის ზედმეტი, ჭარბი მგრძნობელობა სხივური ზემოქმედებისადმი. სწორედ აღნიშნულთან გვაქვს თქვენს შემთხვევაში საქმე .
აქედან გამომდინარე ,გირჩევთ მიმართოთ კომპეტენტურ დერმატოლოგს ,რომელიც უკეთესად შეისწავლის თქვენს მდგომარეობას და განსაზღვრავს მკურნალობის შემდგომ ტაქტიკას .
ჩვენს კლინიკაში ამ მიმართულებით სპეციალისტები არ გვყავს.
გმადლობთ ,რომ ენდობით ჩვენსკლინიკას ,გისურვებთ ჯანმრთელობას !