ენდომეტრიუმი - ორსულობა

კითხვა: გამარჯობა.პირველ რიგში დიდი მადლობა თქვენი ამომწურავი პასუხებისთვის.ენდომეტრიუმის სისქე მე-9 დღეს მაქვს 7მმ და დომინანტი ფოლიკულა 16მმ და გთხოვთ მითხარით ეს ნორმალურია? ენდომეტრიმუ თხელი არ არის? შეიძლება რომ ამის გამო ვერ მიმაგრდესბგანაყოფიერებული კვერცხუჯრედი? მადლობა წინასწარ
პასუხი:

მოგესალმებით,
ენდომეტრიუმის სისქე დამოკიდებულია მენსტრუალური ციკლის დღეზე:
ციკლის მე -5-მე -7 დღეს – ენდომეტრიუმის საშუალო სისქე 5 მმ (3 მმ-დან 6 მმ-მდე).
ციკლის 8-10 დღის განმავლობაში 5-10 მმ-დან.
ციკლის 11-14 დღეს – ენდომეტრიუმის სისქე 7-14 მმ-ს აღწევს.
ციკლის 15-18 დღე – ენდომეტრიუმის სისქე 10-16 მმ.
19-23 დღე – საშუალო სისქე 14 მმ-ია და მერყეობს 10-დან 18 მმ-მდე.
24-27 დღეს ( თხელდება) – საშუალო სისქე 12 მმ.
თქვენს შემთხვევაში, ამ მონაცემების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ ყველაფერი ნორმაშია.
თუმცა, აუცილებელია, მუდმივი კონტაქტი გქონდეთ თქვენს გინეკოლოგთან და ამ საკითხთან დაკავშირებითაც ამომწურავი პასუხი მისგან მიიღოთ, რადგან გასათვალისწინებელია ბევრი ნიუანსი, ზოგადი ჰორმონული ფონი და ა.შ. რაზეც საუბარი, მიმოწერის რეჟიმში შეუძლებელია.

გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა