ვიზიტი მეან–გინეკოლოგთან - ორსულობა

კითხვა: გამარჯობა.ჩემს მეგობარს გაუკეთეს შაქრის ანალიზი ორსულია 26კვირის.უზმოზე ქონდა 72 ნორმა 90 მდეა.1საათის მერე ქონდა 130 ნორმა 180 მდეა 2საათის მერე 128 ნორმა 110მდე ეწერა.შუალედში წაუვიდა გული და ბევრი წყალი დალია და ვალიდოლი მისცეს წნევა დაუვარდა შიმშილისგან .ეს გამოიწვევდა უმნიშვნელოდ მომატებას ?
პასუხი:

მოგესალმებით,
მიმოწერის რეჟიმში ვერ განვსაზღვრავთ რას შეიძლებოდა გამოეწვია გლუკოზის მაჩვენებლის ცვლილებები.
ჯანმრთელობის გაუარესების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია პაციენტმა მიმართოს მეან–გინეკოლოგს, რათა შეფასდეს მდგომარეობა და განისაზღვროს მკურნალობის მეთოდი.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა