კითხვა: გამარჯობა 32 კვირის ორსული ვარ და აბორტის გაკეთება თუ არის შესაძლებელი?
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში, შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ინფორმაციას:

  • ხელოვნური აბორტის ვადები;
  • რა შემთხვევაში კეთდება აბორტი;
  • აბორტის გვერდითი ეფექტები.

ხელოვნური აბორტი კეთდება სამედიცინო დაწესებულებაში, ორსულობის პირველი 12 კვირის განმავლობაში. განსაკუთრებულ შემთხვევაში, განსაზღვრულ ჩვენებათა არსებობისას, მაგალითად:

  • თუ ორსულობა დადგა გაუპატიურებისას;
  • ჩანასახის ზრდა მიმდინარეობს პათოლოგიურად;
  • დედის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე;
  • ორსულობა დადგა ინცესტის შედეგად.

ორსულობის „შეჩერება“ ხდება საექიმო კომისიის გადაწყვეტილებით.
სანამ აბორტს გაიკეთებთ, გააცნობიერეთ, ეს საკუთარი შვილისთვის, რომელიც ჯერ ძალიან პატარაა და იმდენად უსუსური, რომ თქვენი ორგანიზმის გარეშე სიცოცხლე არ შეუძლია, სიკვდილის განაჩენის გამოტანაა.

aborti


შეიძლება, განრისხდეთ ჩვენზე, ისიც იფიქროთ „ნეტა ამათ ვინ კითხავთო“, მაგრამ ეს ფაქტია! არ აქვს ორსულობის ვადას მნიშვნელობა!
განაყოფიერების პირველივე წუთიდან იძენს ემბრიონი 23-23 ქრომოსომას დედისა და მამისგან, ე.ი. უკვე განსაზღვრულია თუ როგორი იქნება ის.
შეიძლება გიჭირთ მატერიალურად, შეიძლება გათხოვილი არ ბრძანდებით და არ გინდათ მარტოხელა დედობა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი იმისთვს, რომ უარი თქვათ შვილზე.
აბორტი, არც ისე უსაფრთხო ღონისძიებაა, რადგან აქვს სერიოზული გვერდითი ეფექტები, მითუმეტეს, სასტიკად აკრძალულია 7 კვირის ( 49 დღის ) შემდეგ, წინააღმდეგ შემთხვევაში ქალის სიცოცხლეს უქმნის უდიდეს საფრთხეს!
შესაძლოა განვითარდეს ძლიერი სისხლდენა, რომელიც გამოვლენისთანავე საჭიროებს კვალიფიციურ ჩარევას.
დავამატებთ, რომ ქალის ორსულობა, ზოგადად, გრძელდება 9 თვე, ანუ 36 კვირა და 32 კვირისას კი, თითქმის უკვე მომწიფებული ნაყოფია. ამ დროს აბორტის გაკეთება იმის ტოლფასია, რომ ბავშვი გააჩინოთ და მერე მოკლათ.
სანამ გამოუსწორებელ ნაბიჯს გადადგამდეთ, გთხოვთ, დაფიქრდით.
გაცნობებთ, რომ „ქირურგიის ეროვნულ ცენტრში“ აბორტი არ კეთდება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ ჩვენი რჩევა.
გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა