მიოპია, ასტიგმატიზმი - ორსულობა

კითხვა: გამარჯობა,ვარ 20 წლის.26 კვირის ორსული. 5 წლის წინ გამოვიკვლიე თვალი და მითხრეს მარცხენა თვალის ასტიგმატიზმი.ამასთანავე ექიმმა გამაფრთხილა რომ არ შეიძლებოდა ფიზიოლოგიური მშობიარობა. ჩემმა პორადმა მეან გინეკოლოგმ მითხრა რომ ,თუ მიოპიის მძიმე მდგომარეობა არ არის არანაირი პრობლემა არ მექმება მშობიარობასთან დაკავშირებით ,მაინტერესებს თქვენი აზრი ,როგორ მოვიქცე
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:

  • რა არის მიოპია;
  • რა ცვლილებებს იწვევს მიოპია;
  • რა არის ასტიგმატიზმი;
  • რა ხდება ორსულობის დროს.

Astigmatizmi

მიოპია ანუ ახლომხედველობა, მხედველობის ისეთი დეფექტია, რომლის დროსაც თვალს ზომაზე მეტი გარდამტეხი ძალა ან წინა-უკანა ღერძი აქვს და ამის გამო გამოსახულება ეცემა არა ბადურაზე (თვალის უკანა კედელზე), არამედ მის წინ. ამ დროს ადამიანი ახლო მანძილზე კარგად ხედავს, შორს კი ცუდად. თუმცა, ეს არ არის მხოლოდ ოპტიკური დეფექტი.
იგი თვალის სტრუქტურებში პათოლოგიური ცვლილებების განვითარებას უწყობს ხელს. ასეთი ცვლილებებია:

  • მინისებური სხეულის დესტრუქცია;
  • ცენტრალური და პერიფერიული ქორიორეტინული დისტროფიები;
  • სისხლჩაქცევები;
  • ბადურას ნახეთქები და ჩამოცლა.

რამაც საბოლოოდ შესაძლოა სიბრმავემდეც კი მიგვიყვანოს.

ასტიგმატიზმი

იგი შესაძლებელია, იყოს თანდაყოლილი მანკიც და შეძენილიც. თვალის ასტიგმატიზმი მხედველობის ერთ-ერთი გავრცელებული მანკია, რომელიც გამოწვეულია თვალის ოპტიკური შრეების (უმეტესად - რქოვანა გარსის) არასფერული ფორმით. ამ დროს თვალში შემავალ სხივთა გარდატეხა სხვადასხვა სიბრტყეში სხვადასხვანაირად ხდება, რაც იწვევს გამოსახულების დეფოკუსირებას და, აქედან გამომდინარე, მხედველობის დაქვეითებას. პოპულარულ ენაზე რომ ვთქვათ, ასტიგმატური თვალების მქონე ადამიანი ხედავს თითქმის ისევე, როგორც კარგად მხედველი, ოღონდ დანისლულ მრუდე სარკეში, ამიტომ ასტიგმატიკები, ისევე როგორც ახლომხედველები, საგნების უკეთ დასანახად ხშირად თვალებს ჭუტავენ.
რქოვანა გარსსა და ბროლში, ისევე როგორც მთელ ორგანიზმში, ორსულობის დროს ხდება სითხის შეკავება. ამის გამო საგრძნობლად იცვლება რქოვანა გარსის სიმრუდე. შესაძლოა, ბადურა გარსზე, კერძოდ, მის პერიფერიაზე, იყოს გათხელებული უბნები, მაგრამ კლინიკურად ეს არაფრით გამოიხატოს. ორსულობა ამ მდგომარეობას, ცხადია, ართულებს და შესაძლოა, საბოლოოდ ბადურა გარსის ჩამოცლამდე მიგვიყვანოს.
აუცილებლად უნდა მიბრძანდეთ ოფთალმოლოგთან და ხელახლა გამოიკვლიოთ თვალთან დაკავშირებული საკითხები, რათა გამოირიცხოს მასზე დეგენერაციული და დეფექტური უბნების არსებობა. თვალის ფსკერის გამოკვლევა გვაძლევს საშუალებას, შევაფასოთ რისკფაქტორები და განვსაზღვროთ სამოქმედო ტაქტიკა.
კლინიკის აქციის ფარგლებში შეგვიძლია, შემოგთავაზოთ ოფთალმოლოგიურ კვლევებზე ფასდაკლება, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/full-article/gtavazobt-oftalmologis-konsultacias/31685

სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ან აქციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა