მუცლის ტკივილი - ორსულობა

კითხვა: გამარჯობა ვარ ერთ თვეზე მეტია ფეხმძიმედ და მაქვს გამუდმებით ტკივილი მუცლის არეში და იქნებ დამეხმაროღ და მითხრათ რისი ბრალი შეიძლება იყოს?
პასუხი:

მოგესალმებით,
ორსულობის პირველ ტრიმესტრში, მუცლის ტკივილი ხშირად არასწორი კვების შედეგია. მას იწვევს საჭმლის მომნელებელი სისტემის ორგანოების სპაზმი.
მზარდი საშვილოსნო აწვება ნაწლავებს, რომლებიც ჰორმონული ზემოქმედების გამო ისედაც დათრგუნულია, ამ დროს სუსტდება მოტორიკა, ირღვევა პერისტალტიკა და ა.შ.
შესაძლოა ტკივილს იწვევდეს საშვილოსნოს იოგების გაწელვაც.
მუცლის ტკივილი ასევე შესაძლოა გამოწვეული იყოს საშვილოსნოსგარე ორსულობით. რომელიც, ჩვეულებრივ, 5-7 კვირის ვადაზე წყდება.
ნებისმიერ შემთხვევაში, აუცილებელია კონსულტაცია გაიაროთ შესაბამის სპევიალისტთან, რათა დარწმუნებით გამოირიცხოს ორსულობის პათოლოგიები.
ამ მიზნით შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკა "ახალ სიცოცხლეში" სადაც დაგხვდებათ თბილი გარემო და კონსულტაციას გაგიწევთ მაღალკვალიფიცურ ექიმთა გუნდი.
ასევე, შემოგთავაზებთ სამეანო აქციას უპრეცედენტოდ დაბალ ფასად, ვრცლად იხილეთ ბმულზე:  https://kirurgia.ge/article/27483/klinika-%E2%80%9Eakhal-sicockhleshi%E2%80%9C-daregistrirebuli-orsulebi-gaumjobesebuli-pirobebit-isargebleben- 
● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:  https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/4 

სხვა დეტალების დასაზუსტებლად, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ საკონტაქტო ნომერზე 577 05 99 00.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გიუსრვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა