სავარაუდო ორსულობა - ორსულობა

კითხვა: გამარჯობათ, მაინტერესებს ორსულობის ტესტი ( ბბ ტესტი) ორ ხაზს ანუ ორსულობას რომ აჩვენებს შეიძლება თუ არა რომ შეცდეს? ( კისტა არ მაქვს, ამბობენ რომ კისტამაც შეიძლება დადებითი აჩვენოს) . და კიდევ ერთი კითხვაც, მამაკაცმა თუ კენჭი დაბადა მალევეა საჭირო ექიმთან ვიზიტი? შვილოსნობაზე ხო არ შექმნის ეს კენჭის დაბადება პრობლემას? მადლობა
პასუხი:

მოგესალმებით,

დიახ, დასაშვებია ტესტი შეცდეს, რადგან შესაძლოა ქორიონული გონადოტროპინი გამომუშავდა გვიან და ვერ მოასწრო იმ ნიშნულისთვის მიეღწია, რომ ტესტს დაეფიქსირებინა (შარდში ქორიონული გონადოტროპინის დაფიქსირება ტესტის საშუალებით შესაძლებელია მაშინ, როდესაც მაღალია მისი მაჩვენებელი სისხლში).

ნებისმიერ შემთხვევაში, უნდა მობრძანდეთ გინეკოლოგთან, ჩაიტაროთ ულტრაბგერითი გამოკვლევა, რათა დადასტურდეს ან გამოირიცხოს ორსულობა, ასევე განისაზღვროს ქორიონული გონადოტროპინის ზუსტი დონე სისხლში.

კლინიკაში მიმდინარე აქციის ფაგლებში შეგვიძლია შემოგთავაზოთ გინეკოლოგიური აქცია + ექოსკოპიური კვლევა,  მიჰყევით ბმულს: https://kirurgia.ge/article/31172/ginekologiuri-aqcia-110-laris-nacvlad-mkholod-40-larad

რაც შეეხება "კენჭის დაბადებას" ეს  პრობლემის საბოლოო მოგვარებას არ ნიშნავს. კენჭის ხელახალი წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია შესწავლილი იქნეს მისი ჩამოყალიბების ყოველი შესაძლო მიზეზი, მოწესრიგდეს დიეტა თუ მედიკამენტების მიღება, ლიკვიდირებული იქნეს საშარდე გზების ინფექცია.

კვებითი რეკომენდაციები კენჭის სტრუქტურაზეა დამოკიდებული. მაგალითად, ურატული ნეფროლითიაზის დროს აკრძალულია ხორცის ნახარში, ხაში, კუჭმაჭი, ალკოჰოლი.

ხოლო,  კალციუმით განპირობებული ნეფროლითიაზის დროს იკრძალება რძის ნაწარმი, რეკომენდებულია ცომეული.

თირკმელკენჭოვანი დაავადების დროს პაციენტს  სითხის, მინერალური წყლის ოდენობასა და სახეობას კენჭის შემადგენლობის გათვალისწინებით ექიმი შეურჩევს.

კენჭებისგან საშარდე სისტემის გათავისუფლების შემდეგ აუცილებელია დღე-ღამეში ორ ლიტრამდე ნებისმიერი სითხის, თუნდაც სასმელი წყლის მიღება. ეს მთელი სიცოცხლე უნდა გაგრძელდეს. ცხადია, ყურადღება ექცევა გულ-სისხლძარღვთა სისტემის მდგომარეობას.

იქონიებს თუ არა კენჭი შვილოსნობაზე გავლენას, დისტანციურად პასუხის გაცემა რთულია.

ბატონს შეუძლია მობრძანდეს ჩვენს კლინიკაში, უროლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც ტარდება ყოველ ხუთშაბათს.

უფასო კონსულტაციისათვის და აქციით სარგებლობისათვის, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა