ორმაგი და სამმაგი ტესტები - ორსულობა

კითხვა: გამარჯობა, მაინტერესებს ორმაგი და სამმაგი ტესტების გაკეთება აუცილებელია ორსულობის დროს? თუ გამოვლენილი იქნება რაიმე პათოლოგია ექვემდებარება რაიმე მკურნალობას თუ ამ აცილებენ ნაყოფს? იმას ვგულისხმობ, რომ არცერთ ვარიანტში არ ვაპირებ ნაყოფის მოცილებას და მჭირდება თუ არა ორმაგი და სამმაგი ტესტების გაკ ეთება? ვარ 12 კვირის
პასუხი:

მოგესალმებით,
მოგახსენებთ, რომ ორმაგი და სამმაგი ტესტები ორსულს უტარდება ნაყოფის გენეტიკური დარღვევების გამოვლენის მიზნით.
კერძოდ კი, სკრინინგ ტესტები მეცამეტე ქრომოსომის (პატაუს სინდრომი), მეთვრამეტე ქრომოსომისა (ედვარდსის სინდრომი) და ნერვული ღეროს დეფექტის არსებობის რისკის შეფასების საშუალებას იძლევა.
ასევე, აღნიშნული ტესტით დაუნის სინდრომის იდენტიფიცირების მაჩვენებელი დაახლოებით 97.5%-ია.
ორმაგი ტესტი ორსულობის მე-12 კვირაში ტარდება, ხოლო სამმაგი ტესტი 16-18 კვირამდე.
პათოლოგიისა და დეფექტის არსებობის შემთხვევაში, ექიმი აფასებს რისკებს, რის შემდეგაც, დიაგნოზის დასადასტურებლად ტარდება კიდევ დამატებითი გამოკვლევები.
ყოველივე ამის შემდეგ, მეან–გინეკოლოგი საზღვრავს მომდევნო ნაბიჯებს.
უმჯობესია, ამომწურავი ინფორმაცია, თქვენს კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით, თქვენმა მეან–გინეკოლოგმა მოგოწოდოთ.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა