კითხვა: გამარჯობა. მაქვს შხამიანი ჩიყვი ვარ 5 კვირის ორსული. ვმკურნალობ თიროზოლით. მაინტერესებს სწორი ნკურნალობის მიუხედავად რამდენად რისკის ქვეშ არის ჩემი შვილი რომ ანომალოით ან რამე დაავადებით არ დაიბადოს? ასევე ასეთ დროს საკეისრო კეთდება თუ ფიზიოლოგიურად მშობიარობენ ქალბატონები? მადლობა
პასუხი:
მოგესალმებით,
ტოქსიკური ჩიყვი ანუ გრეივსის დაავადება, აუტოიმუნური დაავადებაა და ხასაიათდება ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერპლაზიითა და ჰიპერფუნქციით.
როდესაც დედას აქვს გრეივსის დაავადება იმის რისკები, რომ ანტისხეულები პლაცენტაში გადავიდნენ და ნაყოფს დიფუზური ტოქსიკური ჩიყვი განუვითარდეს შესაძლებელია, თუმცა ასეთ დროს ორსულობის მართვაში გინეკოლოგთან ერთად ჩართულია ენდოკრინოლოგიც.
ზოგადად ტოქსიკურ ჩიყვს ახასიათებს მშობიარობის შემდგომი სისხლდენები, თუმცა თქვენს შემთხვევაში მშობიარობის რომელი მეთოდი იქნება უმჯობესი, რისკ–ფაქტორების გათვალისწინებით წყვეტს თქვენი მეან–გინეკოლოგი. ამიტომ, უმჯობესია ამ საკითხთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაცია თქვენმა ექიმმა მოგაწოდოთ.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/32
ქირურგიის ეროვნული ცენტრის სახელით გისურვებთ ჯანმრთელობას!