კისრის ნაოჭის ექოსკოპია - ორსულობა

კითხვა: მოგესალმებით კისრის ნაოჭი ექოსკოპიამ აჩვენა 3.1მმ, სხვა ყველაფერი ნორმაშია ორსული არის21 წლის,მაინტერესებს ასეთი ზომებით სხვა პაციენტებში ყოფილა თუ არა შემთხვევა ბავში პათოლოგიის გარეშე დაბადებულიყოს?? და კიდევ რა კვლევა ჩავიტაროთ რომ 100% იანი პასუხი გავიგოთ?
პასუხი:

მოგესალმებით,
ნაყოფის საყელოს სივრცის (კისრის ნაოჭის) სისქის პარამეტრის კვლევა, ემსახურება გენეტიკური დაავადებების ადრეულ გამოვლენას. ამ პარამეტრის გაზომვა ხდება მე-10 კვირიდან მე-14 კვირამდე.
როგორც მოგვითხრობთ, დაფიქსირდა კისრის ნაოჭის სისქის გადახრა ნორმიდან, ასეთ შემთხვევაში, უნდა ჩაუტარდეს დამატებითი კვლევები გენეტიკური დაავადებების დასადგენად/გამოსარიცხად.
აუცილებლად უნდა გადამოწმდეს მიღებული შედეგები სხვა ექიმთან.
ამიტომ, მობრძანდით ჩვენს კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ ბატონ ალეკო დიაკონიძესთან უფასო კონსულტაციაზე, თან იქონიეთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხი.
ბატონი ალეკო შეაფასებს მდგომარეობას ობიექტურად, ჩაუტარებს პაციენტს ექოსკოპიას და თუ დადასტურდა წინა კვლევა, სადაც კისრის ნაოჭის მაჩვენებელი 3,1 მმ–ია, ამ შემთხვევაში დასჭირდება პაციენტს, დაუნის სინდრომის სკრინინგი.
დაწვრილებით და ამომწურავ ინფორმაციას, მოგაწვდით ბატონო ალეკო უშუალოდ კონსულტაციაზე.
დამატებითი ინფორმაციისათვის, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 05 99 00.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა