მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში იხილავთ შემდეგ ინფორმაციას:
- რა არის ამნიოცენტეზი;
- ამნიოცენტეზის ვადები;
- რისი განსაზღვრა ხდება გვიან ვადებზე;
- ამნიოცენტეზის უკუჩვენება.
ამნიოცენტეზი ეს არის მემკვიდრული დაავადებების დიაგნოსტირების მეთოდი. ორსულობის 14-16 კვირიდან 20-22 კვირამდე იღებენ ამნიონის სითხეს (მანიპულაციისათვის საკმარისია 10-15 მლ. ამნიონური სითხე), რის შემდეგაც, ციტოგენეტიკური მეთოდით ვლინდება, სითხეში მყოფი უჯრედების ქრომოსომული და გენომური მუტაციები (ყველაზე გავრცელებული დაუნის სინდრომია).
ამნიოცენტეზი მარტივი ქირურგიული პროცედურაა, რომლის წინაც კეთდება ადგილობრივი გაუტკივარება. მანიპულაცია ტარდება ულტრაბგერითი კვლევის კონტროლით (ნაყოფს აზღვევს შეხებისგან).
გვიან ვადებზე, ისევე როგორც თქვენს შემთხვევაში, მანიპულაცია, გარდა გენომური მუტაციების გამოვლენისა, შესაძლოა დაინიშნოს ნაყოფის ფილტვების სიმწიფის ხარისხის განსაზღვრის მიზნით.
კვლევის შემთხვევათა 0,5-1%-ში კვლევამ შეიძლება ორსულობის შეწყვეტის პროვოცირება გამოიწვიოს. თუმცა, გირჩევთ, ამომწურავი ინფორმაციის მოწოდება და რისკფაქტორების შეფასება სთხოვოთ მკურნალ მეან-გინეკოლოგს.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/orsuloba/32
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!