გამონადენი ორსულობის დროს - ორსულობა

კითხვა: გამონადენი მქონდა და ექიმმა გამომწმინდა წამლით და მეუბნება რო კიდე არის საჭირო იგივეს გაკეთება მაგრამ მე ეს არმაწუხებს აღარ მაქვს გამონადენი და როგორ მოვიქცე? 6 კვირის ორსული ვარ და ცოტა მეშინია ..
პასუხი:

მოგესალმებით,
რთულია ამ შეკითხვაზე გიპასუხოთ, მითუმეტეს არ ვიცით რა ტიპის გამონადენი გაქვთ, ორსულობის დროს ზოგიერთი ჰორმონის კონცენტრაციის მატებისას განპირობებული გამონადენი, ინფექციური, სოკოვანი, ბაქტერიული თუ საშვილოსნოს ყელის ეროზიით გამოწვეული, ამ დროს გამონადენი ლორწოვანია, შესქელებული და აქვს სისხლის მცირე შენარევი, ეს მდგომარეობა მშობიარობის მოახლოებასთან ერთად ძლიერდება.
მიჰყევით მკურნალი ექიმის რეკომენდაციას, ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში გინეკოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც მიმდინარეობს ყოველ ხუშთშაბათსა და შაბათს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა