ხველა ორსულობის დროს - ორსულობა

კითხვა: გამარჯობა. ვარ 8 კვირის ორსული გავცივდი და მახველებს ძალიან. მაქვს სველი ხველა სპაზმური, ღამით განსაკუთრებით იმატებს. ჩემს გინეკოლოგს ვუთხარი და არაფერი წამალი არ დამინიშნა პატარა ორსულობაზე ვერდაგინიშნავო და ვსვამ მალინის მურაბას, თაფლი და ლიმონის ჩაის, ცაცხვის ჩაის და კომშის ნახარშს უკვე მეოთხე დღეა თუმცა ისევ მახველებს და გულმკერდის ფუცრის არეში მაქვს სუნთქვისას ძლიერი ტკივილი იქნებ მირჩიოთ რამე ექიმი არაფერს მინიშნავს
პასუხი:

მოგესალმებით,
მოგახსენებთ, რომ მწვავე ბრონქიტის შემთხვევაშიც კი, ლიკვიდირება ანტიბაქტერიული საშუალებების გარეშეც შესაძლებელია.
რასაც ამ ეტაპზე იღებთ, ე.წ ხალხურ–შინაურული საშუალებები, დაგეხმარებათ სიმპტომების დამარცხებაში.
რაკი თქვენმა მეან–გინეკოლოგმა საჭიროდ არ ჩათვალა დამატებითი ანტიბაქტერიული მედიკამენტების დანიშვნა, გირჩევთ თქვენც თავი აარიდოთ დამოუკიდებლად მათ მიღებას.
რადგან, ზოგიერთი მედიკამენტი შეიცავს ისეთ ნივთიერებას, რომელსაც აქვს ტერატოგენული და ფეტოტოქსიკური მოქმედება, რაც ნიშნავს, რომ ნაყოფის სიმახინჯეებს იწვევს და მკაცრად უკუნაჩვენებია.
ასევე, ისინი გადიან პლაცენტურ ბარიერს და თრგუნავენ ნაყოფის სუნთქვის ცენტრს.
მიჰყევით თქვენი ექიმის დანიშნულებას, მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, ჩააყენეთ იგი საქმის კურსში და სთხოვეთ გაგაცნოთ მკურნალობის შემდგომი გეგმა.

● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:   https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/4 


გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა