ორსულობისას ნაყოფის კისტა - ორსულობა

კითხვა: გამარჯობა ,ვარ 16 კვირის ორსული ეხოზე მითხრეს ბავშვს აქვს თავის ტვინზე კისტა მაინტერესებს რამდენად საშიშია სამომავლოდ და თუ გაიწოვება ორსულობის პერიოდში ეს კისტა ? მომავალში რა საშიშროებას უნდა ველოდოთ შეიძლება თუ არა ბავშვის დაბადების შემდეგ ისევ განვითარდეს კისტა თავის ტვინზე იმ შემთხვევაში ორსულობის პერიოდში რომ გაიწოვოს
პასუხი:

მოგესალმებით!
გაიწოვება თუ არა ორსულობის პერიოდში კისტა, დამოკიდებულია მის სიდიდეზე, თუ კისტა სისხლძარღვოვანი წარმოშობისაა, უმეტეს წილად ორსულობის 25 კვირისთვის თავად ქრება, რასაკვირველია საყურადღებოა და საჭიროა დინამიკაში ექოსკოპიური კონტროლი. კონსულტაციის ამ ფორმით კომპეტენტურ პასუხს ვერ გაგცემთ, ვინაიდან დამატებითი ანალიზების საჭიროება უნდა გადაწყდეს ანამნეზიდან გამომდინარე, რისთვისაც უმჯობესია მიმართოთ თქვენს მკურნალ ექიმს, ან ალეტრნატიული აზრის მოსასმენად შეგიძლიათ მობრძანდეთ კონსულტაციაზე, ჩვენს კლინიკა "ახალ სიცოცხლეში" ექიმ მეან–გინეკოლოგთან.
გინეკოლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეებია სამშაბათი და შაბათი, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 05 00 99.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა