მოგესალმებით,
საკეისრო კვეთის შემდეგ განმეორებით ორსულობა თანამედროვე გაიდლაინებით რეკომენდირებულია 2 წლის შემდეგ, მაგრამ არცთუ იშვიათია შემთხვევები, როცა ეს დადგენილი ვადა ირღვევა და ქალები სრულიად ნორმალურად მშობიარობენ, თუმცა მიდგომა ინდივიდუალური გახლავთ – ამ დროს დიდი მნიშვნელობა აქვს ნაკერის მდგომარეობას, ორსულობის მიმდინარეობას, საშვილოსნოს კუნთოვანი სისტემის მდგომარეობას და ა. შ. ასე, რომ ეს საკითხი მეან–გინეკოლოგთან ერთად უნდა გადაწყვიტოთ.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ სადაც დაგხვდებათ თბილი გარემო და მოგემსახურებათ კვალიფიციურ სპეციალისტთა გუნდი, რომლებიც შეაფასებენ თქვენს მდგომარეობას და დაგეხმარებიან ორსულობის შემდგომი პერიოდის მართვაში.
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის და ვიზიტის დასაგეგმად, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 059 900.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: გამარჯობა 3 თვის წინ გავკეთე საკეისრო კვეთა, ახლხანს აღმოვაჩინე რომ ისევ ორსულად ვარ. მაინტერსებს თუ არის შესაძლბელი ისევ საკეირო კვეთით ბავშვის გაჩენა თუ რაიმე რისკებთნაა დაკავშირებული?
პასუხი: