თავის ტვინის პარკუჭების გაგანიერება - ორსულობა

კითხვა: ორსულობის 28 კვირაზე ბავშვის ტვინის პარკუჭი ზედა ზღვარს გადაცდა. 9.7 არის ზღვარი და 9.8 აქვს. გინეკოლოგმა არაფერი დამინიშნა. ხდება მედიკამენტებით ამის რეგულირება?ან რამდენად საშიშია?
პასუხი:

მოგესალმებით,
სავარაუდოდ საუბარი გაქვთ ვენტრიკულომეგალიაზე, რომელიც ნიშნავს ნაყოფის თავის ტვინის პარკუჭების გაგანიერებას.
მისი მიზეზი კი, ზოგადად შესაძლოა იყოს:

  • ობსტრუქციული ჰიდროცეფალია;
  • ფიზიკური ტრავმა;
  • ინფექციური დაავადება;
  • მემკვიდრული ფაქტორები.

საჭიროა დამატებითი კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევები და დინამიკაში ექოსკოპიური დაკვირვება, რისთვისაც უნდა მიმართოთ თქვენს მეან–გინეკოლოგს.
თუ ამ ეტაპზე არ დაგინიშნათ მკურნალობა, სავარაუდოდ იგი ელოდება შემდგომი კვლევების შედეგს. ამიტომ გირჩევთ, მიჰყვეთ მის რეკომენდაციებს.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა