გამონადენი დვრილიდან - ორსულობა

კითხვა: გამარჯობა 37 კვირის ორსული ვარ. საკეისრო უნდა გამიკეთონ. მეორე დღეა ორივე მკერდი ძალიან გამიმაგრდა და მტკივა. ცოტა სითხეც გამომდის. ამ დროს ნორმალურია ესე გამაგრება, რა შეიძლება მირჩიოთ რომ აღარ გამიმაგრდეს ან აღარ მტკიოდეს. მადლობთ
პასუხი:

მოგესალმებით,
ორსულობის ბოლო თვეში, მკერდის მგრძნობილების მომატება – მტკივნეულობა აღენიშნება ქალების 28%ს, ორგანიზმი დაორსულებისთანავე იწყებს ლაქტაციისთვის მზადებას, რაზეც მკერდი ტკივილითა და მგრძნობელობის მატებით პასუხობს.
ხშირად ამ უსიამოვნო შეგრძნებას ემატება დვრილებიდან გამონადენი - ხსენი.
მკერდი რომ არ გამაგრდეს და ტკივილები აღარ გქონდეთ ამასთან დაკავშირებით რჩევას ვერ მოგცემთ, რადგან ხსენის შემდგომ, როცა პატარა დაიბადება და დაიწყებს წოვას, ჩადგება რძე მკერდში და მოგეხსნებათ აღნიშნული ჩივილებიც.
ალტერნატიული აზრის მოსასმენად შეგიძლიათ მიმართოთ მკურნალ ექიმს.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას. გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა