მოგესალმებით,
ნაყოფის საყელოს სივრცის (კისრის ნაოჭის) სისქის პარამეტრის კვლევა, ემსახურება გენეტიკური დაავადებების ადრეულ გამოვლენას.
ამ პარამეტრის გაზომვა ხდება მხოლოდ მე-11-დან მე-14 კვირამდე, როდესაც ნაყოფის თხემ-კუდუსუნის ზომა 45-84 მმ-ის ფარგლებშია.
თუ ნაყოფი უფრო პატარა ან უფრო დიდია, კისრის ნაოჭის გაზომვა ინფორმაციული ვერ იქნება და გენეტიკური დაავადებების გამორიცხვაში ვერ დაგვეხმარება.
შეუძლია პაციენტს მობრძანდეს, ჩვენს კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ ბატონ ალეკო დიაკონიძესთან კონსულტაციაზე, სადაც ბატონი ალეკო შეაფასებს მდგომარეობას ობიექტურად, ჩაუტარებს პაციენტს ექოსკოპიას, ასევე მიაწვდის მას დაწვრილებით და ამომწურავ ინფორმაციას.
● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/4
სხვა დეტალების დასაზუსტებლად, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 05 99 00.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !