საკეისრო კვეთა, ფალოპის მილების ექსციზია - ორსულობა

კითხვა: გამარჯობა მაინტერესებსს თქვენთან საკეისრო რა ჯდება და მილების გადაჭრა რამდენად არი შესაძლებელი მეოთხეს ველოდებიი და მინდა საკეისრო და გადაკვანძვა მილების და თუარი შესაძლებელი და რა თანხასთანაა დაკავშირებული .გმადლობთ
პასუხი:

მოგესალმებით,
ჩვენს კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ საკეისრო კვეთის ღირებულებაა 1050 ლარი.
თუ სამედიცინო ჩვენებით კეთდება საკეისრო, საყოველთაო ჯანდაცვა აფინანსებს 800 ლარს.
თუ თქვენი სურვილით გსურთ, მაშინ - 500 ლარს.
პალატა არის 2-3 ადგილიანი, რისი ღირებულებაც შედის 1050 ლარში.
ხოლო თუ გნებავთ VIP პალატა, (საყოველთაო ჯანდაცვა არ ანაზღაურებს) მისი ღირებულებაა 500 ლარი.
ჩვეულებრივ და VIP პალატებშიც კვება არის ოთხჯერადი.
რაც შეეხება ფალოპის „მილების გადაჭრას“ , ქალის სტერილიზებას გულისხმობს. ეს არის მილების გამავლობის ბლოკირება, რითიც ხელი შეეშლება კვერცხუჯრედისა და სპერმატოზოიდის შეხვედრას.
ეს მეთოდი ნებაყოფლობითი ქირურგიული კონტრაცეფციაა და ოჯახის დაგეგმვისათვის გამოიყენება, თუმცა მსურველმა აუცილებლად უნდა იცოდეს, რომ ჩატარებული ოპერაცია, შედეგობრივად განიხილება როგორც სამუდამო, შეუქცევადი პროცესი, რაც ნიშნავს, რომ პაციენტს ბუნებრივი გზით შვილი აღარასოდეს ეყოლება.
ოპერაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ ექიმ ალეკო დიაკონიძესთან, უფასო საკონსულტაციო დღეებში, საშაბათს ან შაბათს და უშუალო ვიზიტისას ბატონი ალეკო გიპასუხებთ თქვენთვის საინტერესო ყველა კითხვაზე ამომწურავად.
უფასო კონსულტაციისათვის აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 05 99 00.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა