კითხვა: გამარჯობა, ვარ 15 კვირის ორსული 24 დან 27 კვირის შუალედში დამინიშნეს ფარისებრის ოპერაცია, რამდენად უსაფრთხოა და ხშირი ესეთი ოპერაციები?? გმადლობთ.
პასუხი:
მოგესალმებით,
მწყობრიდან გამოსულმა ფარისებრმა ჯირკვალმა უამრავ პრობლემას შეიძლება დაუდოს სათავე, ინტელექტუალური პოტენციალის შემცირებიდან დაწყებული, ბავშვისა და თვით დედის სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნით დამთავრებული.
ქირურგიული ჩარევა ხდება ორსულობის მეორე ტრიმესტრში, როცა ბავშვის ორგანოების ჩამოყალიბება უკვე დამთავრებულია.
ოპერაციის უსაფრთხოობა დამოკიდებულია ქირურგის პროფესიონალიზმსა და პაციენტის ზოგად მდგომარეობაზე.
ოპერაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე, გირჩევთ მიმართოთ მკურნალ ექიმს და სთხოვოთ მოგაწოდოთ ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!