ენდომეტრიუმის ქირურგიული მკურნალობა - გინეკოლოგია

კითხვა: გამარჯობა! ექვემდებარება თუ არ ენდომეტრიული კისტა მკურნალობას? და შეიძლება რომ სიმსივნეში გადაიზარდოს?მადლობა
პასუხი:

მოგესალმებით,
ენდომეტრიუმი არის საშვილოსნოს შიგნითა ლორწოვანი შრე, რომელიც ფარავს კუნთოვან შრეს.
არსებობს დაავადების მკურნალობის ორი ძირითადი მეთოდი: ჰორმონული და ქირურგიული.
ჰორმონული მკურნალობა ძირითადად დაავადების საწყის სტადიაში ინიშნება.
ყველაზე ეფექტური ქირურგიული მეთოდი გახლავთ – ლაპარასკოპია, რომლის დროსაც ენდომეტრიუმის კერების ელექტროკოაგულაცია ხდება.
ლაპაროსკოპიული ოპერაცია ძირითადად ჰორმონულ თერაპიასთან კომბინაციაში ტარდება, რადგან ორგანიზმში ჰორმონული დისბალანსის მოუწესრიგებლობა იწვევს ენდომეტრიოზის განმეორებას, რეციდივს.
თუ რომელი მეთოდით გესაჭიროებათ მკურნალობა, მიმოწერის რეჟიმში ვერ განვსაზღვრავთ.
პირველ ეტაპზე უნდა ჩატარდეს მცირე მენჯის ექოსკოპიური გამოკვლევა, ასევე უნდა განისაზღვროს ენდომეტრიუმის სისქე, გამოირიცხოს საშვილოსნოს პოლიპი.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში გინეკოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც ანამნეზის შეკრებისა და მდგომარეობის ობიექტურად შეფასების შემდეგ, მოგაწვდით ინფრომაციას მკურნალობის მეთოდის შესახებ.
გინეკოლოგთან უფასო კონსულტაციები ტარდება ყოველ ხუთშაბათსა და შაბათს, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა