ენტეროვირუსული ინფექცია - კოკსაკი

კითხვა: გამარჯობათ. მაინტერესებს როგორ მოვიქცე როცა სახლში მყავს ვირუსი კოკსაკით დაინფექცირებული.მივმარტე ოჯახის ექიმს ტელეფონით,ავადმყოფი მომიყვანეო.ისე კი მითხრა ბევრი სითხე დაალევინეო.მეტი სხვა ინფორმაცია არ მომცა როგორ მოვიქცე.საშიშია თუ არა ეს ვირუსი ?და როგორ მოვიქცე?
პასუხი:

გამარჯობა! ჩვენთვის უცნობია თუ რის საფუძველზე არის დადგენილი კოკსაკის ინფექციის არსებობა .შესაბამისად არასწორი იქნება რეკომენდაციების მოცემა დიაგნოზის დაზუსტებამდე .ამისათვის კი საჭიროა ექიმის მიერ გატარდეს დიფერენცირება ორ დაავადებას შორის,რომლებიც თავისი კლინიკური გამოვლინებით ძალიან მსგავსია და ამის გამო ხშირად ეშლებათ ერთმანეთში .
ესენია კოკსაკის ვირუსული ინფექცია და ქუნთრუშა,რომლის გამომწვევია სტრეპტოკოკი .
კოკსაკის გამომწვევ ენტეროვირუსს განსაკუთრებული მკურნალობა არ სჭირდება,საკმარისია მხოლოდ სიმპტომური მკურნალობა, განსხვავებით, ქუნთრუშისგან, რომელიც ბაქტერიული ინფექციაა და ესაჭიროება ანტიბიოტიკოთერაპია. დიაგნოზის საბოლოო ვერიფიკაციისათვის და მკურნალობის დასანიშნად საჭიროა პაციენტი გაისინჯოს ექიმის მიერ და ჩაუტარდეს სისხლის საერთო ანალიზი კოკსაკის ვირუსულ ინფექციასთან დაკავშირებით ,დამატებით გირჩევთ,რომ გააძლიეროთ პირადი ჰიგიენის დაცვა .
ამ ვირუსით დაავადებული ადამიანი თვითონ არის გადამდები გარშემომყოფთათვის,ამიტომ აუცილებელია ხელების ხშირი დაბანა,პაციენტთან კონტაქტის შეზღუდვა ,მის მიერ გამოყენებული საგნების დეზინფექცია,მისი გამონაყოფი ბიოლოგიური სითხეების იზოლირება ,საცხოვრებელი ფართის ხშირი განიავება .
თვითონ პაციენტი უნდა დაიტვირთოს სითხით და შეასრულოს ექიმის მიერ დანიშნული სხვა სიმპტომური თერაპია .
დაავადება თვითგანკურნებით მიმდინარეობს, პროგნოზი კეთილსაიმედოა.
გმადლობთ ,რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა