კითხვა: გამარჯობა,ერთი კვირის წინ მივიღე ესკაპელი და დაახლოებით 2საათში მომივიდა მენსტრუაცია და უკვე მეშვიდე დღეა მიგრძელდება.ჩვეულებრივ 3დღეს არ ცილდება ხოლმე.მაინტერესებს აუცილებელია ექიმის ჩარევა თუ სანერვიულო არაფერია?
პასუხი:

მოგესალმებით,
ესკაპელის აბები, მისი ანოტაციის მიხედვით, განკუთვნილია სასწრაფო პერორალური კონტრაცეფციისათვის პირველ 72 საათში სქესობრივი აქტის შემდეგ, რომლის დროსაც კონტრაცეფციის არანაირი მეთოდი არ იქნა გამოყენებული.
ასევე, მიღება შეიძლება მენსტრუალური ციკლის ნებისმიერ დღეს იმ პირობით, რომ წინა მენსტრუაცია ნორმალურად მიმდინარეობდა.
პრეპარატის არასწორად შერჩეულმა დოზამ შეიძლება, გამოიწვიოს გულისრევა ან მენსტრუალური ციკლის დარღვევა.
ამიტომ, დიახ აუცილებელია, კონსულტაცია განახორციელოთ გინეკოლოგთან.
კლინიკის ფარგლებში შემოგთავაზებთ გინეკოლოგის კონსულტაციას + ექოსკოპიას, ყველაზე დაბალ ფასად! ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/full-article/sashemodgomo-ginekologiuri-aqcia-15-larad/31556

უშუალო ვიზიტის შემდეგ, ექიმი შეკრებს ანამნეზს, ობიექტურად შეაფასებს სიტუაციას და შეგირჩევთ მკურნალობის შესაბამის მეთოდს.

სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და აქციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა