ფერდის მიდამოს შეშუპება - ნევროლოგია

კითხვა: მოგესალმებით და წინდაწინ გიხდით მადლობას,ჩემი შეკითხვა ასეთია მაქვს თირკმელზე კისტა, ღვიძლზე ჰემაგიომა, ხერხემალზე მაქვს ორი თიაქარი მაღალი ქოლეს. კუჭზე გასტრიტი ასევე სხვადასხვა პრობლემები მაგრამ ეხლა მაქვს სხვა პრობლემა ,მარჯვენა მხარეზე ნეკნების ქვეშ ფერდის მიდამოში მაქვს დეფორმაცია თითქოს შესიებული ცხიმგროვასავით გადაყოლებით ასევე ეს გვერდი მაწუხებს და მომენტში გადასცემს მარცხენა ფერდშიც ,ანალიზები სუფთა მაქვს რა შეიძლება იყოს და იქნებ დამაკვალიანოთ ვის მივმართო კიდევ ერთხელ გიხდით დიდ მადლობას ,თუ პირადში შეიძლება პასუხი თუ არადააქვე გელოდებით.
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში იხილავთ შემდეგს:

  • რა არის ნეფროზული სინდრომი;
  • რა სიმპტომები ახასიათებს ნეფროზულ სინდრომს.
  • რეკომენდაცია.

ჩვენი რუბრიკის სტანდარტიდან გამომდინარე, ფეისბუქზე პასუხის დაბრუნება არ ხდება. შესაბამისად, გპასუხობთ თქვენ მიერ მითითებულ ელ.ფოსტაზე.
დისტანციურად დიაგნოსტირება შეუძლებელია. თუმცა, იმ მიდამოს შეშუპება, რასაც თქვენ აღწერთ, ახასიათებს ნეფროზულ სინდრომს. მაგრამ გარდა შეშუპებისა, არ აღწერთ ისეთ ცვლილებებს როგორიცაა:

  • კანზე წყლულოვანი გამონაყარი;
  • ქაფიანი შარდი;
  • მადის დაქვეითება;
  • წონის მატება (სითხის შეკავების გამო).

ამიტომ ვფიქრობთ, რაკი ტკივილი გადაეცემა, შესაძლოა ე.წ. „დეფორმაცია“ გამოწვეული იყოს ხერხემლის პათოლოგიიდან გამომდინარე.
ზუსტი დიაგნოსტირებისთვის აუცილებელია შესაბამისი აპარატურული კვლევები. თუ რომელი იქნება თქვენთვის შესაბამისი უნდა განსაზღვროს შესაბამისმა სპეციალისტმა.
სწორედ ამ მიზნით, კლინიკის აქციის ფარგლებში შემოგთავაზებთ ნევროლოგის კონსულტაციას ფასდაკლებით, სადაც დახმარებას გაგიწევთ მაღალკვალიფიცური ექიმი ქალბატონი თეა შუბლაძე.

სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა